მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ცრუპენტელები და მატყუარები ხართ, ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ“ - ალუდა ღუდუშაური ენმ-ზე

პოლიტიკოსი

„ბედოვლათების პარტიაში [ნაციონალური მოძრაობა] ვიწრო კეთილდღეობისთვის იბრძვიან, ცრუპენტელები და მატყუარები ხართ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალურ მოძრაობას“ ბედოვლათების პარტია უწოდა. 

მმართველი გუნდის წევრის თქმით, ენმ-ში ყველა საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის. 

„აი, ასეთი ცრუპენტელები არიან, ცხელი შემოდგომა იქნებაო და გაიქცა ხაბეიშვილი, თბილი პალტოთი გამოწყობილი ესაუბრება საზოგადოებას. აი, ასეთი ცრუპენტელები და მატყუარები ხართ. ძალიან ნათელია, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე, ნათელია დაინახო ვინ ვის უკან დგას. 

კეზერაშვილი რომ დაიცავით ახლა, შეთანხმებული გაქვთ მელიასთან? იცის ეს ამბავი, ის რომ ოლიგარქს იძახის და თქვენ რომ ამბობთ, რომ თურმე მეცენატი ყოფილა? მოკლედ, ერთი რამე ხდება ამ ბედოვლათების პარტიაში, ეს ხალხი ვიწრო კეთილდღეობისთვის იბრძვიან.

მაგალითად, წითლიძე უფრო მეტ ფულს მიიღებს თუ ხაბეიშვილი, ხაბეიშვილი უფრო მეტ კომიკურ პერსონაჟად იქცევა, წარმოადგენს მეტ სიცრუეს, ხაბეიშვილი უფრო მეტ თანხას მიიღებს კეზერაშვილისგან თუ რომელიმე სხვა მისი კომიკოსი პერსონაჟი კოლეგა. ერთი რამ  არის ცხადი - „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის გარდაუვალი, „ნაციონალური მოძრაობა“ აწი შეგვიძლია მოვიხსენიოთ წარსულში, ამათ მომავალი არც ჰქონიათ და არც ექნებათ. ცრუპენტელები და მატყუარები ხართ, თქვენი მომავალი ამიტომ არის დასრულებული“, - აცხადებს ალუდა ღუდუშაური. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „პარტიაში პოლიტიკური ბრძოლა რომ მიმდინარეობს და გავლენებისთვის იბრძვიან, ეს გასაკვირი არ არის“ - იაგო ხვიჩა

✔️ ვაი, „ქართულ ოცნებას“, წინასწარ გაფრთხილებთ! შარში ეხვევით! - გუბაზ სანიკიძე

✔️ „დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ“ - მიხეილ სარჯველაძე „ენმ“-ზე

✔️ „ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას“ - გუბაზ სანიკიძე

✔️ არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს, უნდა იყოს მძიმეწონოსანი - გოცირიძე „ენმ“-ის თავმჯდომარის კანდიდატებზე