მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს, ან არ ვჩერდებით - დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე

„არ არის გაჩერების დრო, ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს, ან არ ვჩერდებით“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ გაჩერებას არ აპირებს და იბრძოლებს ყველასთან ერთად. 

„რუსული კანონპროექტის მისაღებად აკეთებენ ყველაფერს, ამიტომ დღეს იქნება პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში, პარლამენტში გამოდის ორივე კანონპროექტი განსახილველად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხუთშაბათსაც ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა. ახალა გაჩერება არ შეიძლება. ან ამ ქვეყანას ვაბარებთ ჩვენ რუსეთს, ან არ ვჩერდებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

ბიუროს სხდომაზე ვერცერთ კითხვას თავმჯდომარემ ვერ გაგვცა პასუხი, თითქოს ისტერიაშია ჩვენც და მთელი მსოფლიო, თითქოს პროპაგანდა ყოფილა ის, რომ აგენტების იარლიყის და სტიგმატიზაცია უნდათ ადამიანების. ამიტომ ეშინიათ, არ არის გაჩერების დრო. შიშია ეს, ადამიანებს პარლამენტში რომ გადაადგილებას გვიზღუდავენ. არ გავჩერდეთ, ჩვენ ვიქნებით ყველას, ვიბრძოლებთ ყველასთან ერთად“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისთვის - ზურაბიშვილი გაეროში „ხალხის ძალის“ კანონზე

👉 „ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, მარტო ჩვენგან ხედავთ პროტესტს ამ ყველაფერზე?“ - დეკანოიძე

👉 პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ბიძინაც აღარ არსებობს - გია ხუხაშვილი

👉 გასამხედროებული წესია პარლამენტში, დემოკრატიულ კანონებს, პარლამენტი ხალხისგან არ იცავს - ანა ნაცვლიშვილი

👉 რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია - პრეზიდენტი