მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, მარტო ჩვენგან ხედავთ პროტესტს ამ ყველაფერზე?“ - დეკანოიძე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი

„პირდაპირ, გამოცხადებულად ამბობთ, რომ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, მარტო ჩვენი მხრიდან ხედავთ პროტესტს ამ ყველაფერზე?“ - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. 

დეკანოიძის თქმით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტსა და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას მხოლოდ ოპოზიცია არ აპროტესტებს. 

„მარტო ჩვენი მხრიდან ხედავთ პროტესტს პარლამენტის შენობაში? მთელი ამ დღეების განმავლობაში არის ძალადობა დეპუტატებზე და მათ შორის ხელისუფლების მხრიდან. ოპოზიციის დეპუტატებს არ შეუძლიათ დერეფანში გადაადგილება და უმრავლესობისთვის ბიუროს სხდომაზე გინებაც, ფიზიკური ძალადობაც შესაძლებელია ისე, რომ შენიშვნასაც არ იღებენ. პირდაპირ, გამოცხადებულად ამბობთ, რომ ამ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, მარტო ჩვენი მხრიდან ხედავთ პროტესტს ამ ყველაფერზე? ვისგან იცავთ ამ შენობას?“, - განაცხადა დეკანოიძემ. 

ცნობისთვის, ბიუროს სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის გარეთ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისთვის - ზურაბიშვილი გაეროში „ხალხის ძალის“ კანონზე

👉 პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ბიძინაც აღარ არსებობს - გია ხუხაშვილი

👉 „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა“ - კელი დეგნანი

👉 „სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია - პრეზიდენტი