მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გასამხედროებული წესია პარლამენტში, დემოკრატიულ კანონებს, პარლამენტი ხალხისგან არ იცავს - ანა ნაცვლიშვილი

პოლიტიკოსი

„დემოკრატიულ ქვეყნებში, დემოკრატიულ კანონებს, პარლამენტი ხალხისგან არ იცავს“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარლამენტში გასამხედროებული წესი მოქმედებს. 

„დემოკრატიულ და ქვეყნის სასიკეთო კანონს რომ იღებდეს დღეს „ქართული ოცნება“, ეს ვითარება არ იქნებოდა.  საკუთარი თვალით ხომ ხედავთ ბიურომდე არ გიშვებენ ჟურნალისტებს, რომლებიც აკრედიტებული ხართ, წლებია ამ პარლამენტში მუშაობთ. 

გასამხედროებული წესია პარლამენტში, ასე იქნება მთელ ქვეყანაში ამ კანონის მიღების შემთხვევაში. ესაა ყველაზე ნათელი ლუსტრაცია. დემოკრატიულ ქვეყნებში, დემოკრატიულ კანონებს პარლამენტი ხალხისგან არ იცავს ძალოვნების მეშვეობით, ესაა ნათელი სურათი, რა კანონის მიღებას აპირებენ“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

ცნობისთვის, ბიუროს სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის გარეთ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისთვის - ზურაბიშვილი გაეროში „ხალხის ძალის“ კანონზე

👉 პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ბიძინაც აღარ არსებობს - გია ხუხაშვილი

👉 „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა“ - კელი დეგნანი

👉 „სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია - პრეზიდენტი