მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ბიძინაც აღარ არსებობს - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„რუსეთისთვის უკრაინაში მარცხის ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა სივრცეში რბილი ძალის გამოყენებით განახლებულ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციის წარმატებული მაგალითის ჩვენება და სამწუხაროდ ამ როლზე ჩვენ გაგვამწესეს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა.

„КГБ-ს და ახლა უკვე ФСБ-ს ერთ-ერთი პოლიტტექნოლოგიური ხაზი ყოველთვის იყო შემდეგი:

როდესაც რაიმე დანაშაულს ჩადიხარ, რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა იყვირო, რომ ამ დანაშაულს შენი მოწინააღმდეგე სჩადის. თუ “ღალატობ” სამშობლოს უნდა იყვირო, რომ ის ღალატობს. თუ იპარავ, უნდა იყვირო რომ ის არის ქურდი. როცა ერთ მხარეს მიდიხარ, ხმამაღლა ყვირიხარ, რომ საწინააღმდეგო მხარეს მიდიხარ და ა.შ.

რაც მთავარია, ამას აკეთებ დასწრებაზე, პირველი… ამით მინიმუმ ის მიიღწევა, რომ აბსურდამდე დაგყავს ყველაფერი.

„ქართული ოცნება“ ყოველთვის იყენებდა ამ ტექნოლოგიას, მაგრამ უკვე ისეთ „მწვერვალებამდე“ ავიდა ეს ყველაფერი, რომ მგონია - პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა. ბიძინაც აღარ არსებობს…

რუსეთისთვის უკრაინაში მარცხის ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა სივრცეში რბილი ძალის გამოყენებით განახლებულ საბჭოთა კავშირში რეინტეგრაციის წარმატებული მაგალითის ჩვენება და სამწუხაროდ ამ როლზე ჩვენ გაგვამწესეს…“, - წერს გია ხუხაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისთვის - ზურაბიშვილი გაეროში „ხალხის ძალის“ კანონზე

👉 „არ შეიძლება, კანონი ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს“ - შოთა არველაძე

👉 „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა“ - კელი დეგნანი

👉 „სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ კანონის მიღებას, ეს არის - მავნებლობა - თაკო ჩარკვიანი