მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის პუტინის წინააღმდეგ და რა გასაკვირია, რომ ჩემთან არ შემოუშვეს“ - სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„ანა ფოტიგა ხმალამოღებული იბრძვის პუტინის წინააღმდეგ და რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილმა ანა ფოტიგას სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ვინც გუშინ ანა ფოტიგა გლდანის ციხეში არ შემოუშვა, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში“. 

„სექტემბერში, ბოლო შეხვედრის დროს, სტრასბურგში, ანა ფოტიგამ მკითხა, ხომ არ ვფიქრობდი, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, წამების მსხვერპლი ვიქნებოდი. მე ვუპასუხე, რომ არ ვფიქრობდი.

ანა ფოტიგა იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ლეხ კაჩინსკი ჩამოვიდა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოს გადასარჩენად. ფოტიგა უკეთილშობილესი და უმაგრესი ადამიანია, რომელიც ხმალამოღებული იბრძვის საქართველოსთვის და პუტინის წინააღმდეგია. რა გასაკვირია, რომ ჩემთან, როგორც პუტინის პირად პატიმართან, არ შემოუშვეს.

დიდი მადლობა, ანა, ადამიანობისთვის და სოლიდარობისთვის. დარწმუნებული ვარ, ისინი, ვინც გუშინ არ შემოგიშვათ, მალე არცერთი აღარ იქნება სახელისუფლებო ბერკეტებთან სიახლოვეში და თქვენ დაგხვდებათ საქართველო ძველებური სტუმართმოყვარეობით და მადლიერებით“, - წერს სააკაშვილი. 

ინფორმაციისთვის, ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის ნებართვაზე უარი მიიღო

ანა ფოტიგა საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში მონახულებისთვის 12 ნოემბერს ეწვია

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოქმედება სააკაშვილის მიმართ“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

🔴„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ის „დუხზეა“ და თავს არ ხრის“ - გიგი უგულავა