მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მიიღო

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა

ანა ფოტიგამ მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შესვლის ნებართვაზე უარი მიიღო, ამის შესახებ ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ წერს.  

მისი თქმით, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება.

„უარი მითხრეს ციხეში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზე. სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან კეთილი ნებისა და გამჭვირვალობის ნაკლებობაა. ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე“, - წერს ანა ფოტიგა. 

ანა ფოტიგა საქართველოს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში მონახულებისთვის 12 ნოემბერს ეწვია

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოქმედება სააკაშვილის მიმართ“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

🔴„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ის „დუხზეა“ და თავს არ ხრის“ - გიგი უგულავა

🔴 პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრებს ავრცელებს