მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ის „დუხზეა“ და თავს არ ხრის“ - გიგი უგულავა

„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ის „დუხზეა“ და თავს არ ხრის“

„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა რომ ის „დუხზეა“ და თავს არ უხრის ამ ნაბიჭვრებს“, - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი გიგი უგულავა პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრებს.

როგორ უგულავა წერს, ამ კადრებით დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მოტყუებით წაიყვანეს:

„დადასტურდა, რომ მოტყუებით წამოიყვანეს რუსთავის ციხიდან. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ივანიშვილს და მის ხროვას „ტორმუზი“ არ აქვს.  პ.ს. ნუ ეძებთ ლოგიკას მათ ქმედებაში - რაში სჭირდებოდათ ამის გამოქვეყნება? - შეკითხვა არარელევანტურია. გუშინ სტრასბურგმა თქვა, რომ შიმშილობს. დღეს ამ კადრებით უნდათ გვითხრან, რომ ნაშიმშილებს არ ჰგავს, რადგან ჯანზეა. მერე რა, რომ ამ შიმშილის გამო გადმოიყვანეს რუსთავიდან გლდანში.

ნუ ეძებთ ლოგიკას ქოცების ქმედებაში. მათ არ ადარდებთ რა თქვეს გუშინ. მთავარია, თავის ტელევიზიებს და მომხრეებს ყოველ დღე მიაწოდონ ახალი დოზა ნარკოტიკის. ნარკოდამოკიდებული არასდროს იხსენებს გუშინდელ დღეს. მას ნარკოტიკი ყოველთვის სჭირდება, დღეს და ახლა. ასე გააუბედურა ივანიშვილმა თავის მომხრეები. ეს ბრძოლა მათი თავისუფლებისთვისაა, პირველ რიგში“, - წერს გიგი უგულავა. 

შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა  მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრები გაავრცელა. 

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრები გაავრცელა.

ამავე თემაზე: 

🔴  სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა - რატი ბრეგაძე

🔴 „პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე“ - ირაკლი ღარიბაშვილი

🔴 „ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოქმედება სააკაშვილის მიმართ“ - დიმიტრი საძაგლიშვილი