მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს არ არის კომიტეტის განხილვა, ეს არის სერიოზულად მომზადებული სპეცოპერაცია - ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები კითხვის დასმის გამო იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან გააძევეს.

მისი თქმით, მათ დავალებული აქვთ, რომ ეს კანონპროექტი აქციონ კანონად. 

სამნიძის განცხადებით, მას, თამარ კორძაიას და სალომე სამადაშვილს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს საკომიტეტო დარბაზი.

„ისხდნენ მარტო „ქართული ოცნების“  წარმომადგენლები გახევებული სახეებით და მოუსმინონ მაჭარაშვილს, რომელიც ქვეყანას მოღალატეობრივად ატრიალებს რუსეთისკენ. ეს არა არის განხილვა, არც თავდაცვის კომიტეტზე იყო განხილვა და საგარეო კომიტეტზე იყო სპეცოპერაცია.

ეს იყო გაცილებით სერიოზულად მომზადებული  სპეცოპერაცია. მთელი სუს-ი აქ დგას, გარეთ, შენობის შიგნით მანდატურია იმდენი რაოდენობის, რომ სრულიად ალყაში გაქცევენ და ისე გაძევებენ კომიტეტიდან.

ეს არ არის კომიტეტის განხილვა, ეს არის ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, რომ საზოგადოებას უკვე პარლამენტიდან აჩვენონ, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს. ბიძინას დავალებაა, ეს კანონი აქციონ კანონად“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 სხდომათა დარბაზი გიორგი ვაშაძეს დაატოვებინეს

👉 „სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

👉 კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ კანონის მიღებას, ეს არის - მავნებლობა - თაკო ჩარკვიანი

👉 „ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ, ხალხო, მაგას განახებთ, როგორ“ - ლევან ხაბეიშვილი