მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა“ - კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში

„საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ კანონზე საუბრისას განაცხადა. 

დიპლომატის განცხადებით, ამ კანონის მიღებას ექნება ძალიან ცუდი შედეგი საქართველოს მოსახლეობისთვის.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაატარონ ეს კანონმდებლობა. ამერიკა, გაერო, ევროსაბჭო და ყველა მეგობარი, რომელიც საქართველოს გააჩნია, მოუწოდებენ პარლამენტს, რომ ეს კანონმდებლობა გადაიხედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება შემოიტანოს სტიგმა საზოგადოებაში, დამოუკიდებელი მედიის და ორგანიზაციებს მიმართ, როგორც ეს მოხდა რუსეთში.

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ გადახედონ, რამდენად გამჭვირვალე შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას და როგორ შეიძლება ის იყოს გამოყენებული. მას ექნება ძალიან ცუდი შედეგი ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის მუშაობენ და ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარლამენტს, მთავრობას, გადახედონ ამ კანონმდებლობას“, - აცხადებს კელი დეგნანი. 

შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ. 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გამოაძევეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ამერიკაში არსებობს სიკვდილით დასჯა, ეს კანონი რომ გადმოგვეტანა საქართველოში, კარგი იქნებოდა?“ - შავგულიძე

👉 „სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

👉 კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ კანონის მიღებას, ეს არის - მავნებლობა - თაკო ჩარკვიანი

👉 „ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ, ხალხო, მაგას განახებთ, როგორ“ - ლევან ხაბეიშვილი