მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გია ცაგარეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: ყელსაბამი მშვენივრად მოირგო, ეტყობა რუსეთიდან გადმორიცხული ფულით ჰქონდა ნაყიდი და ყელმოღერებული გვამუნათებდა

ყოფილი დეპუტატი ლუგარის ლაბორატორიაზე

ყელსაბამი მშვენივრად მოირგო, ეტყობა რუსეთიდან გადმორიცხული ფულით ჰქონდა ნაყიდი და ყელმოღერებული გვამუნათებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.

„მახსოვს, ჩვენს ფეხბურთელს, კვარაცხელიას „ნაციონალური მოძრაობა“ გასახდელიდან გასახდელში დასდევდა, საშხაპეში რომ შედიოდა იქ უვარდებოდნენ, შემდეგ შეუვარდნენ კალათბურთელ შენგელიას, შემდეგ ჩვენი ლეგენდად ქცეული სპორტსმენი ტალახაძე მოსკოვში წავიდა, ევროპისა და მსოფლიოს რეკორდები დაამხო - დაამუნათეს, შემდეგ მომღერლებსა და ქორეოგრაფიულ ანსამბლებს მიადგნენ, გახსოვთ გაუთავებელი ლანძღვა-გინება, ქილიკი, დაცინვა და აღმოჩნდა, რომ ამის ერთ-ერთი თანაავტორი 25 წელია ჰონორარს იღებდა რუსეთიდან.

მისი ოჯახის 2008 წლის აგვისტოს გადარიცხვები მაინტერესებს, როდესაც ჩვენი ბიჭები ცხინვალთან იხოცებოდნენ, მაშინ თუ იღებდა დაფინანსებას?!. როდესაც ის ამუნათებდა და მოძღვრავდა ყველას, ვისაც კი რუსეთში გაუვლია და თურმე, ის ამ პერიოდში თანხას იღებდა რუბლებში.

დღეს, არც ერთმა ე.წ. მიუმხრობელმა არხმა ელენე ხოშტარიას ამბავი არ გააშუქა. ეს ხომ დღის მთავარი თემა იყო?! რა უფრო მნიშვნელოვანი იყო - ეს ამბავი თუ ხაბეიშვილი რას წამოაყრანტალებს. მიჩქმალეს ეს თემა, კითხვაც არავის დაუსვამს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ გამოვა ეს აფიორა“ - ელენე ხოშტარია „იმედს“ პასუხობს

👉 გია ცაგარეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოიხადოს ამ სიყალბისთვის და სიცრუისთვის, კიდევ აქეთ ამუნათებს საზოგადოებას და „აპრავებს“ თავის უკეთურ საქმეს