მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ივანიშვილი ჩვენზე მეტად ბოროტია, ჩვენზე მეტი ადამიანი გააუბედურა და გაანადგურა - გიორგი მუმლაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი მუმლაძე

„ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვაჯობებს. ჩვენზე მეტად ბოროტია, ჩვენზე მეტი ადამიანი გააუბედურა და გაანადგურა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი მუმლაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ჩვენ თუ ერთად ვიქნებით, გულწრფელად მტერი ვერაფერს დაგვაკლებს. თუ ფული, ინტრიგები დაისადგურებს ჩვენ რიგებში, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის გვაჯობებს. ჩვენზე მეტად ბოროტია, ჩვენზე მეტი ადამიანი გააუბედურა და გაანადგურა. ამ ნაწილში ვერ ვაჯობებთ, ჩვენ გულწრფელობა გვამოძრავებს. ჩვენ გვამოძრავებს სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს ეს სიყვარული გადაარჩენს საქართველოს. 

საქართველოს გადაარჩენს ის პატრიოტი ხალხი, რომლისთვისაც საქართველო უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე პირადი კეთილდღეობა. რამდენიც არ უნდა ვიყოთ, სადაც არ უნდა ვიყოთ, გახსოვდეთ, ჩვენ ბრძოლას თან სდევს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ჩვენს უკან საქართველოა“, - აცხადებს მუმლაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური, დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით - ნიკა მელია

👉 „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტს არანაირი შედეგი არ ექნება“ - სამადაშვილი

👉 თუ სააკაშვილი იქნება გაშვებული, ჩამოშორებული, მოშორებული ქართული პოლიტიკიდან, ეს მხოლოდ წაადგება საქმეს - გია ხუხაშვილი