მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტოდ რობინსონი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტოდ რობინსონი ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ეფუძნება. 

მისივე თქმით, აშშ იმუშავებს იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას ხელი შეუწყოს. 

„კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. საქართველოს ინტერესები გამოხატულია ევროინტეგრაციაში, კანონი არ უწყობს ხელს ამ მისწრაფებებს, ეს არ არის კარგი კანონი, საქართველოს მოქალაქეებიც ასე მიიჩნევენ.

ჩვენ გვექნება თანამშრომლობა, პარტნიორებთან საუბრები იმ თემაზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი სქართველოს პრიორიტეტს, რაც გახლავთ ქვეყნის ევროინტეგრაცია. საქართველოს ინტერესებს ეს კანონპროექტი არ ემსახურება, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ამბიციას“, - განაცხადა რობინსონმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისთვის - ზურაბიშვილი გაეროში „ხალხის ძალის“ კანონზე

👉 პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ბიძინაც აღარ არსებობს - გია ხუხაშვილი

👉 „საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ გაატაროს ეს კანონმდებლობა“ - კელი დეგნანი

👉 „სახლში ჯდომა არ არის არჩევანი, სახლში ჯდომა არის შეგუება, რომ საკუთარ შვილებს ტოვებ მონობაში“ - ზურაბ ჯაფარიძე

👉 რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია - პრეზიდენტი