მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველაფერი კატასტროფულადაა დაგვიანებული - გიორგი ჩალაძე „ნაცმოძრაობის“ გეგმაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრი გიორგი ჩალაძე ტვ „პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. 

„ეს არის მიშას გათავისუფლების გეგმა, რომელიც ძალიან დაგვიანებულია. ეს მიშას დაკავებისთანავე უნდა ყოფილიყო. დღეს მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი და საღ-სალამათი უნდა იყოს. „ქართული ოცნება“ დანაშაულის აღიარებით და პოლიტიკიდან წასვლით არ უნდა გვევაჭრებოდეს. არ გვაქვს ჩვენ დრო. დაგვიანებულია ყველაფერი კატასტროფულად“, - აცხადებს ჩალაძე. 

რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას, ჩალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის განცხადების ნარატივი რუსულია.

„მინდა შევახსენო ყველას რომ საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია“, ეს არის მიშას სიტყვები, რომელიც 2021 წლის 29 ნოემბერს სასამართლო პროცესზე თქვა და სრულად ვიზიარებ. ის ნარატივი, რომელიც დღეს ქალბატონმა სალომემ თქვა არის სრულიად რუსული ნარატივი და ერთადერთი სასამართლო მსოფლიოში, რომელიც მიშას ბრალდებას და მიშას გადაწყვეტილებას აღიარებს, არის რუსული სასამართლო. ამიტომ, ხაზგასმით ვამბობ, საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის პრეზიდენტზე, რომელიც ციხეში ზის იმის გამო რომ რუსეთს თავისი ქვეყანა არ ჩააბარა“, - დასძინა გიორგი ჩალაძემ.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 გათავისუფლდება თუ არა სააკაშვილი იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტმა შეიწყალა - იურისტის განმარტება

👉  სრულიად მიუღებელია - სოფო ჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილის გეგმაზე

👉 „ბრძოლა უკომპრომისო იქნება“ - ხაბეიშვილმა სამოქმედო გეგმა წარადგინა და აქციები დააანონსა

👉 შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

👉  მერაბიშვილი მთელ პროცესში მონაწილეობდა, პოლიტიკური მომავლის დაკავშირება გამორიცხულია - ელენე ხოშტარია

👉 საქართველოში სიკვდილით დასჯა აღდგა, სოციალური პოლარიზაციაა საჭირო, ისეთი, როგორიც ზვიად გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნას და მკვლელობას მოჰყვა - გვარამია

👉 ხაბეიშვილი დასავლური გაგებით უცხო სხეულია, იგივე ოპერიდან არის, რაც „ქოცები“ არიან - ხუხაშვილი