მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“ - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ მარტში გაკეთებული განცხადებით საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნისკენ არ მოუწოდებდა. 

„თუკი მიიჩნევთ, რომ ეს არის საქართველოს ტერიტორია, თქვენ უნდა იბრძოლოთ. თუ მიიჩნევთ, რომ ეს ასე არ არის, ეს ტერიტორია არ არის თქვენი, მაშინ გააგრძელეთ მშვიდად ცხოვრება. ამას არ ვგულისხმობდი, მე არ ვიცი, ეს როგორ მოატრიალა თქვენმა ხელისუფლებამ, ეს არის თქვენი შიდა საქმე. თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, თუკი ამის სურვილი გაქვთ. თუკი არ გაქვთ ამის სურვილი, შეგიძლიათ, უბრალოდ თქვათ, რომ თქვენ ეს ტერიტორია უბრალოდ გააჩუქეთ.

პოლიტიკოსი უნდა იყოს პასუხისმგებელი, უნდა იყოს გულწრფელი, მაგრამ არ უნდა დაიმალოს ქვედაბოლოს უკან, არ უნდა შეეშინდეს იმის თქმის, რას გააკეთებს ან არ გააკეთებს. გულწრფელობა და სამართლიანობა ეს არის ის, რასაც მოითხოვს და საჭიროებს თანამედროვე მსოფლიო. თქვენ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, მოიქცეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ. თუკი მიიჩნევთ, რომ ეს არ გჭირდებათ, ჩვენ რჩევის მოცემა არ შეგვიძლია“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაეზუსტებინა რას გულისხმობდა მისი ეს განცხადება, დანილოვმა უპასუხა:

„მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი თქვენ თვლით, რომ ეს არის თქვენი მიწა, მაშინ ის უნდა დაიცვათ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს, თუ ეს თქვენ არ გჭირდებათ, ეს თქვენი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ჩვენს მიწას დავიცავთ მანამდე, სანამ რუსი ტერორისტები არ გაქრებიან ჩვენი ქვეყნიდან, არ შეწყვეტენ ბრძოლას. ეს არის თქვენი პირადი საქმე“, - აღნიშნავს დანილოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა, რუსეთს იქ ძალა ეწურება - ISW

👉 თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ საკუთარი თვალით - ვოლოდიმირ ზელენსკი მასკს

👉 ჩინეთი ბირთვული ქობინების რაოდენობის თითქმის ოთხჯერ გაზრდას გეგმავს - პენტაგონი

👉 ანალიტიკოსებმა დაასახელეს ქალაქები, სადაც რუსეთის ფედერაციამ ძალა დაკარგა

👉 რუსეთი 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას - სერგეი შოიგუ