მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს“ - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კანონპროექტების სტიგმატიზაცია მიუღებელია.  

მისივე თქმით, სასურველია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა დაცხრეს, რათა კანონპროექტის მომხრეებმა და მოწინააღმდეგეებმა არგუმენტები სათანადოდ გაცვალონ. 

„კანონპროექტზე გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იღებს საქართველოს პარლამენტი და პარლამენტი გადაწყვეტს მიიღოს ეს კანონპროექტი, თუ არ მიიღოს, ეს არის წმინდა სამართლებრივი, ფორმალური ნაწილი. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს. ნებისმიერ კანონპროექტს აქვს ორი ნაწილი, პირველი, ეს არის პოლიტიკური, მეორე, ეს არის სამართლებრივი. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ერთ გარემოებას ვაკვირდებით, რომ ძალიან მაღლა არის აწეული პოლიტიკური ტემპერატურა და სასურველია, რომ დაცხრეს მთელი ეს სიტუაცია, იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც მომხრეების ამ კანონპროექტის, ისე მოწინააღმდეგეების, გახდეს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი და ამ ყველაფერმა ჯანსაღი ფორმა მიიღოს“, - განაცხადა ბრეგაძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისთვის - ზურაბიშვილი გაეროში „ხალხის ძალის“ კანონზე

👉 „ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, მარტო ჩვენგან ხედავთ პროტესტს ამ ყველაფერზე?“ - დეკანოიძე

👉 პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ბიძინაც აღარ არსებობს - გია ხუხაშვილი

👉 გასამხედროებული წესია პარლამენტში, დემოკრატიულ კანონებს, პარლამენტი ხალხისგან არ იცავს - ანა ნაცვლიშვილი

👉 რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია - პრეზიდენტი