მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მგონია, ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ - სალომე სამადაშვილი პაპუაშვილს

პოლიტიკოსები

„ბატონო შალვა, გამოქანების პროცესში  ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით მწარედ მიწაზე“, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს. 

მისი თქმით,  შალვა პაპუაშვილი საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს. 

„ბატონ შალვა, თქვენ როდესაც ამბობთ, აქ, პარლამენტში, გასულ დღეებში რაც ხდებოდა, ამას უყურებდი, მიჩნდება შთაბეჭდილება, თქვენ ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ და არა პარლამენტის თავმჯდომარე, იმიტომ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ცოტა სხვანაირად მოიქცეოდა. თქვენ რასაც დღეს აკეთებთ, არის საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედება, ამიტომ გიწევთ უსაფრთხოების ზომების გატარება. ახლა, ამ წუთში, როდესაც ამ სამარცხვინო კანონის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერით, თქვენ ხართ უმცირესობაში ამ საზოგადოებაში და ამიტომ გიწევთ ძალადობით ამ კანონის გათრევა პარლამენტში. მე თქვენ ადგილზე დავფიქრდებოდი.

არ ვიცი, აღმოსავლურ ორთაბრძოლებში თუ ერკვევით, არსებობს აიკიდო - რაც უფრო სწრაფად გამოექანება მოწინააღმდეგე, მით უფრო მარტივი ილეთით დაენარცხება ძალიან მწარედ და თქვენ ახლა მაგ მდგომარეობაში ხართ, გამოქანების პროცესში ხართ და ვაკვირდებით, როდის დაენარცხებით ძალიან მწარედ მიწაზე“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

ცნობისთვის, ბიუროს სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტის გარეთ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისთვის - ზურაბიშვილი გაეროში „ხალხის ძალის“ კანონზე

👉 „ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, მარტო ჩვენგან ხედავთ პროტესტს ამ ყველაფერზე?“ - დეკანოიძე

👉 პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ბიძინაც აღარ არსებობს - გია ხუხაშვილი

👉 გასამხედროებული წესია პარლამენტში, დემოკრატიულ კანონებს, პარლამენტი ხალხისგან არ იცავს - ანა ნაცვლიშვილი

👉 რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია - პრეზიდენტი