მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნამდვილი ხართ? ხელს მოგკიდებთ“ - ელენე ხოშტარია ნიკა გვარამიას პროცესიდან გააძევეს

ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესიდან გააძევეს. ხოშტარია საქმის პროკურორთან მივიდა და ჰკითხა: „ნამდვილი ხართ? ხელს მოგკიდებთ“. ამის შემდეგ კი მოსამართლემ მას დარბაზი დაატოვებინა.

„დღეს ნიკა გვარამიას პროცესზე მხოლოდ 15 წუთი გავძელი. ვერ ვაიძულებ თავს ის ფარსი, პროკურორის სხაპასხუპით მოყოლილი სრული სიგიჟეები, აი, თვითონაც და ყველამ რომ იცის, რომ ტყუის, უბრალოდ უნდა თქვას; მოსამართლის ძალით სერიოზული სახე, ზედ კიდევ მანტია რომ მოუცვია და ამაღლებულ სკამზე დამჯდარა; დაღლილი, უემოციო, უიმედო და ენერგია გამოცლილი მანდატურები; მთელი ეს ფარსი, მოკლედ, ვერ ვაიძულებ სერიოზულად აღვიქვა და მეც ვიჯდე ვითომ ის წესები (ამ დროს უწესობა) მისაღებია და ნორმაა. 

ჰოდა, ეს პროკურორი ასე რომ ბუტბუტებდა სხდომაზე, ავდექი და მივედი, მივუახლოვდი, მაინტერესებდა ნამდვილი თუ იყო. თუ შეიძლება, შეგეხები, ნამდვილი თუ ხართ-თქო. კიო, ნამდვილი ვარო. მოსამართლე აღშფოთდა. იმაზე კი არ აღშფოთდა, ქვეყნის ინტერესებს რომ ფეხებზე იკიდებს, ადამიანს უსამართლოდ ექცევა, ტრავმას აყენებს ხალხს, ტყუილს სერიოზული სახით ისმენს, ამ სიყალბის თავშია. ეგ არ აწუხებს. 

მოკლედ, მხოლოდ 15 წუთი გავძელი და კიდევ ერთხელ ვთქვი ჩემ თავთან ეს თუ ვერ შევცვალეთ, 0-ია ჩვენი პოლიტიკური თაობის ფასი“, - წერს ხოშტარია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „პროფესიონალი დიპლომატებისგან განსხვავებით, მასკი ცდილობს, მშვიდობის მიღწევის გზები მოძებნოს“ - კრემლის სპიკერი

👉 ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 200 000-ზე მეტი ადამიანი შეუერთდა - სერგეი შოიგუ

👉 „დაველოდებით მოქმედი პრეზიდენტის პოზიციის შეცვლას, ან შესაძლოა, უკრაინის მომავალ პრეზიდენტს“ - დმიტრი პესკოვი მოლაპარაკებებზე

👉 „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ჩვენ ვმონაწილეობთ, მაგრამ არავის ვკლავთ“ - ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინის ომზე

👉 უკრაინა პუტინთან მოლაპარაკებებზე უარს ოფიციალურად ამბობს - ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა