მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პარტიაში პოლიტიკური ბრძოლა რომ მიმდინარეობს და გავლენებისთვის იბრძვიან, ეს გასაკვირი არ არის“ - იაგო ხვიჩა

პოლიტიკოსი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელახლა უნდა იპოვოს ის ადამიანი, ვის გარშემოც გაერთიანდება“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება  მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ის გულშემატკივრობს ენმ-ის, რომ გახდეს პოლიტიკური ძალა. 

„ვგულშემატკივრობ გარკვეულობის შემოტანას „ნაცმოძრაობაში“, რომ  ვიცოდე ვინ არის ენმ-ის ნამდვილი და რეალური ლიდერი. „ნაციონალური მოძრაობა“ მინდა გახდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც შეთანხმებაუნარიანი იქნება და შეეძლება, შეთანხმებას, რომელსაც დადებს, შეასრულოს. პარტიაში პოლიტიკური ბრძოლა რომ მიმდინარეობს და გავლენებისთვის იბრძვიან, ეს გასაკვირი არ არის. წინასწარ არავინ იცის, რა გამოვა ამ პროცესებიდან“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დამზადებული ყუმბარები საკუთარ ხელში აუფეთქდათ“ - მიხეილ სარჯველაძე „ენმ“-ზე

✔️ „ხელისუფლება ელოდება შილას ჩამოტარებას“ - გუბაზ სანიკიძე

✔️ არ უნდა ატარებდეს წვერ-ულვაშს, უნდა იყოს მძიმეწონოსანი - გოცირიძე „ენმ“-ის თავმჯდომარის კანდიდატებზე

✔️ ნიკა მელიას ადგილას არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას გადავხედავდი - ლევან ხაბეიშვილი

✔️ „ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, ერთობის გარეშე რთული იქნება ამ სისტემის დამარცხება“ - ზურაბ ჯაფარიძე