მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პიროვნული ხაზები არ უნდა გადაკვეთო, თუ სადმე თავ-პირის მტვრევა იყო, ყველგან ეპიცენტრში იყო მელია“ - ბაჩო დოლიძე ცისკარიშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„პიროვნული ხაზები არ უნდა გადაკვეთო“, - ამ სიტყვებით პასუხობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ამავე პარტიის წევრის პეტრე ცისკარიშვილის ბრალდებებს, რომ ნიკა მელია აპირებს, პარტია დააზიანოს და ის საქმე აკეთოს, რასაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აკეთებს.

მისი თქმით, ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძის შედარება არასწორია.

„თუ სადმე თავ-პირის მტვრევა იყო, მგონი, ყველგან ეპიცენტრში იყო ეს ბიჭი [ნიკა მელია], პარლამენტიდან დაწყებული და სამაჯურის გაკეთებით დამთავრებული. დღეს კობახიძეზე მისი შედარება, ნუ არ ვიცი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მაინცდამაინც ბევრი ადამიანი არ არის, ვისთანაც პირადად სხვა ურთიერთობა არ მაკავშირებს. როგორ განსხვავებულ, რადიკალურ პოზიციებზე მე და პეტრე არ უნდა ვიდგეთ, არის რაღაცა საკითხები და ხაზები, რომელსაც მე პირადად არასდროს გადავკვეთ.

ყველაზე კარგად ახლა პეტრემ იცის, აღნიშნულ პროცესში მერაბიშვილი არის ჩართული, კეზერაშვილი, თუ ახალაია. არის ჩართული? უნდა გამოვიდეს წინა მხარეს, რომ არავის ეგონოს, რომ კაცი თურმე არაფერში არ ერევა და თურმე, ერევა“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „გათავისუფლება ან გადავადება“ - BBC მიხეილ სააკაშვილის შესახებ

✔️ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალე მიხეილ სააკაშვილი, შეიწყალე ნიკა გვარამია, აიღე ბილეთი, დაჯექი თვითმფრინავში და ჩადი კიევში - რომან გოცირიძე

✔️  აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - „ემპათიას“ დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე

✔️ ამ პატიმარს სიკვდილი ხომ არ მიუსაჯეს? თუ მას ჯანმრთელობა დაუზიანდება სასიკვდილოდ, მაშინ პასუხისმგებლობა იმაზე იქნება, ვინც გაასამართლა - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე