მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ მიიღეს სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება? - მალხაზ ურთქმელიძის განმარტება

გორის ჰოსპიტლის  დირექტორი

გორის ჰოსპიტლის  დირექტორი მალხაზ ურთქმელიძე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, თუ რატომ მიიღეს მიხეილ სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება.

 მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

„მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა ჩვენს კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული და  ლაბორატორიული კვლევები, გამოტანილი იქნა სათანადო დიაგნოზები და მიმდინარეობდა მკურნალობა. ამ დღეების განმავლობაში იგი იმყოფებოდა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. დაწყებული იყო რეფიდინგ პროცესიც, რომელიც დასრულდა ამ წლის 14 დეკემებრს. მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ და ამბულატორიულ ზედამხედველობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მისი ინფორმირების შემდგომ, პაციენტი დაიძაბა, აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც იგი იგი დატოვებულია ჰოსპიტალში მის ჯანმრთელობის სტაბილიზაციამდე“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა. 

ინფორმაციისთვის, 27 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა იგეგმებოდა.

მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ბადრაგებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ასევე, იმყოფებოდნენ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და მისი პირადი ექიმები, რომლებიც სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

მოგვიანებით, სააკაშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან წერილი გამოატანა, რომელიც მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ საჯაროდ წაიკითხა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.

ამავე თემაზე: 

🔴 „სააკაშვილი ჩემთვის პუტინის პატიმარია, ამას თვალი უნდა გავუსწოროთ“ - გიორგი მარგველაშვილი

🔴 „ეს პრობლემები არ იქნებოდა, მარგველაშვილს უფრო გაბედულად რომ ემოქმედა, როცა ძალაუფლება ჰქონდა“ - ნიკოლოზ სააკაშვილი