მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცოტა მოვიპარო, ცოტა გავიჩხირო, ცოტა მოვიტყუო - ეს არის მინდვრის თაგვის მარადიული ცხოვრების წესი - გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკოსი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე „ტვ პირველის“ ეთერში 13 ოქტომბერს ვაკის  პარკში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უხარისხოდ გაკეთებული საქმის ბრალია. 

გუბაზ სანიკიძის განცხადებით, შადრევნები და აუზები იმიტომ კეთდება, რომ  ბავშვებმა ითამაშონ.

„რასაც ვაკეთებთ ყველაფერს უხარისხოდ ვაკეთებთ. სულ გაქცევაზე და მიფუჩეჩებაზე გვაქვს თვალი. გვინდა დროზე მოვრჩეთ საქმეს, ცოტა მოვიპარო, ცოტა მოვიტყუო, ცოტა გავიჩხირო, ცოტა წავიკუზო - ეს არის მინდვრის თაგვის ცხოვრების წესი - მარადიული შიში, ხშირი გულისცემა, სიბნელეში დამალვა. 

ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ქოცები უკვე სექტანტები არიან. მათ ჰყავთ ღვთაება და ქურუმები. აქვთ შიშები, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან არ გამოვიდეს და უკრაინამ არ გაიმარჯვოს. 

შადრევნები და აუზები იმიტომ კეთდება, რომ  ბავშვებმა ითამაშონ და გაგრილდნენ. ადამიანები ქუჩაში უნდა გამოვიდნენ მასობრივად, სხვა გამოსავალი არ არის. შვედურ მაგიდას ნუ ელოდებით ამ ქვეყანაში, არ იქნება შვედური მაგიდა. ადექით, გამოდით!“ - აცხადებს გუბაზ სანიკიძე. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. მოზარდებს, რომლებიც პარკში თამაშობდნენ, ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ. შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ მოზარდებს დენმა დაარტყა.

დაშავებული მოზარდები შადრევნიდან მეეზოვემ გამოიყვანა. სამივე მათგანი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ერთ-ერთი, 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴  პასუხისმგებლობა სიცოცხლის ბოლომდე ღმერთისგან უკვე მაქვს - ლაშა ფურცხვანიძე

🔴 „როდესაც მარიტას მამა ვნახე, ვკითხე, როგორ შეძელი ასეთი ბავშვის გაზრდა მეთქი, მითხრა, მე რა გავზარდე, მეც მაოცებდა თავისი საქციელებით, ისეთი გოგონა იყოო“ - კოტე ზარნაძე