მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პასუხისმგებლობა სიცოცხლის ბოლომდე ღმერთისგან უკვე მაქვს - ლაშა ფურცხვანიძე

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე

შპს „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის ლაშა ფურცხვანიძის თქმით, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე მას პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე აქვს და შემდგომ რა პასუხისმგებლობა დაეკისრება მას სამართალდამცავი უწყებებისგან, არ აინტერესებს. 

„პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე არ მაინტერესებს“, - განაცხადა ფურცხვანიძემ და დასძინა, რომ სავარაუდოდ გამოკითხვაზე კიდევ დაიბარებენ. 

შეგახსენებთ, ვაკის პარკში სამუშაოები სწორედ კომპანია „გრინსერვის პლუსმა“ განახორციელა. 

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ არასრულწლოვანს დენმა დენმა დაარტყა.

ერთ-ერთი მათგანის, მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 13 წლის გოგო კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „არ არის გამორიცხული, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს“ - სალომე ზურაბიშვილი

✔️ ისრაელის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევა გაანადგურებს რუსეთ-ისრაელის ურთიერთობას - მედვედევი ისრაელს ემუქრება

✔️ ევროკავშირი ირანს მკაცრი სანქციებით ემუქრება

✔️ 600-ზე მეტი დაღუპული, 1 მლნ-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი - ბოლო ათწლეულებში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა დასავლეთ აფრიკაში

✔️ გაერომ, უკრაინამ და თურქეთმა „მარცვლეულის დერეფნის“ შეთანხმების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს

✔️ ბარში შეიარაღებულმა პირებმა 12 ადამიანი მოკლეს - შემთხვევა მექსიკაში

✔️ „გადადგეს კალაძე“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს