მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „ლელოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო. 

გადაწყვეტილება მოსამართლემ ახლახან გამოაცხადა. 

განაჩენის თანახმად, მამუკა ხაზარაძეს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, იგი გათავისუფლებულია სასჯელისგან. მის მიმართ გამოყენებული გირაო და გირაოს უზრუნველსაყოფად გამოყენებული ყადაღა გაუქმდა.

ბადრი ჯაფარიძესაც 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, მის მიმართ დაწესებული სასჯელიც გაუქმდა. 

ავთანდილ წერეთელს კი სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მასაც სასჯელი გაუუქმდა, ასევე, გაუუქმდა შეფარდებული გირაო. 

შეგახსენებთ, რომ გამოძიება ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს გამოძიება ფულის გათეთრებას, ავთანდილ წერეთელს კი მათ დახმარებას ედავებოდა.

საქმის ფიგურანტები პროცესს პოლიტიკურ დევნას უწოდებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამოძიებას მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდა, გარდა ამისა, საქმეს არ ჰყავს კონკრეტული დაზარალებული. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარუდგინეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ამ პროცესით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ანაკლია გააჩერეს“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერ შეგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ანაკლიასაც ავაშენებთ და სამართლიან სახელმწიფოსაც“ - მამუკა ხაზარაძე

⚫ „ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ და ვერც ბადრი ჯაფარიძეს, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, უკვე ზედმეტია“ - ნიკა მელია