მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვწყვეტ შიმშილობას“ - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მისი წერილი წაიკითხა. 

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოს თხოვნას და შიმშილობას წყვეტს. 

„მივმართავ ყველა ქართველს, ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია - ვლადიმერ პუტინი. დღეს გავრცელებული კადრები, რომლებიც კარგად ასახავს ვინ არის გამარჯვებული და ვინ ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. კადრების გავრცელებას სრულიად ცხადი ახსნა აქვს, მოხდეს ქართველი პატრიოტების გაბრაზება, იმდენად, რომ ამან გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, შემდეგ რუსეთი შემოვიდეს და მოახდინოს ქვეყნის ოკუპაცია. შესაბამისად მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლული პატრიოტსა და დამფუძნებელს თანამედროვე ქართული სახელმწიფოსი, არ მაქვს უფლება არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარი განვითარებას. ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსეთისა და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს და ჩვენი ევროპელი პარტნიორების თხოვნა და შევწყვიტო შიმშილობა. ამ შიმშილობის შეწყვეტას აქვს დათქმა:

შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის პროცესი. გლდანის ციხეში არც სათანადო პირობებია, არც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მედპერსონალი, ამას გარდა წარმოუდგენელია, მე ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების მდგომარეობაში მაყენებს.

აქ არ არსებობს უსაფრთხოებისა და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, ასევე, უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც რუსული დანაყოფები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან ამ დაწესებულებასთან.

შესაბამისად, ვითხოვ ალტერნატიული კონსილიუმის მიერ მიღებული იქნეს გადაწყვეტილება, თუ რომელ მრავალპროფილურ კლინიკებში და მკურნალობის რა ფორმით ვიქნები უზრუნველყოფილი. თუ გადამიყვანენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, შიმშილობას დაუყოვნებლივ შევწყვეტ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრები გაავრცელა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ამ კადრებზე ასახულია არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შემლახავი მოქმედება სააკაშვილის მიმართ“ - დიმიტრი საძაგლიშვილი

„საღოლ მიშას! ამ კადრებით მხოლოდ ის დადასტურდა, რომ ის „დუხზეა“ და თავს არ ხრის“ - გიგი უგულავა

 პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შეყვანის კადრებს ავრცელებს