მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიძინა ივანიშვილმა თაღლითური სქემის გამო 607 მლნ აშშ დოლარი დაკარგა - Bloomberg

ბიძინა ივანიშვილი

ქართველმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 607 მლნ აშშ დოლარი დაკარგა თაღლითური სქემის გამო, რომელშიც ორგანიზაცია Credit Suisse Group AG მონაწილეობდა და რომელსაც ივანიშვილის ყოფილი ბანკირი ედგა სათავეში. შესაბამის სტატიას სააგენტო Bloomberg ავრცელებს. 

ივანიშვილმა Credit Suisse Group AG-ს სასამართლოში უჩივლა. თავდაპირველი ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენის ზარალმა 553 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ ბოლო შეფასებით ეს თანხა გაიზარდა.

სასამართლო სხდომა ბერმუდის კუნძულებზე ჩატარდა. მას ამ სახელმწიფოს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ნარინდერა ხარგუნა თავმჯდომარეობდა. მოსამართლემ Credit Suisse Life-ის საქმიანობა გააკრიტიკა, რომელიც თაღლითობისთვის გასამართლებული პატრის ლესკოდრონის სამართალდარღვევებზე თვალებს ხუჭავდა. საფრანგეთის მოქალაქე ლესკოდრონი 2018 წელს იყო გასამართლებული.

Credit Suisse Life-ის ადვოკატმა ჯონათან კროუმ განაცხადა, რომ კომპანიამ სარჩელი წააგო და ის პასუხისმგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. მისი განცხადებით, კომპენსაცია ივანიშვილისთვის დადგენილი სეგრერირებული ანგარიშებიდან უნდა დაიფაროს.

ამასთანავე, ივანიშვილის ადვოკატი ჯო სმუხა ამ ფორმულირებას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ფაქტობრივად CS Life აცხადებს, რომ ზარალი თავად მოსარჩელე მხარემ უნდა დაფაროს. მისი განცხადებით, არცერთ კანონში არ წერია, რომ მსგავს კომპანიებზე რაიმე სახის იმუნიტეტი ვრცელდება.

„სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საკითხის ასე დაყენება არის პროცესის ბოროტად გამოყენების მცდელობა“, - განაცხადა ივანიშვილის ადვოკატმა.

როგორც პროცესზე ბერმუდის კუნძულების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილისთვის  607 მილიონი აშშ დოლარის კომპენსაციის საკითხზე სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაცხადებს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

📢 სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ქვეყნების ლიდერებს მიმართა - ვიდეო

📢 უკრაინულმა დრონმა როსტოვის ოლქში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ააფეთქა

📢 ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ევროპა მზად უნდა იყოს რუსული გაზის სრულად გათიშვისთვის - ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო

📢 ავღანეთში მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა