მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გელათის მონასტერი

გელათის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერთი კვირით გადაიდო და 24 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრის გადადების მიზეზი საორგანიზაციო საკითხების უკეთ მოგვარება და შეხვედრაში მონაწილე პირთა სამუშაო გრაფიკია. 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება, საორგანიზაციო საკითხების უკეთ მოგვარების მიზნით და შეხვედრაში მონაწილე პირთა სამუშაო გრაფიკის მხედველობაში მიღებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფის სხდომა გადაიდოს ერთი კვირით და ჩატარდეს 24 თებერვალს.

შეგახსენებთ, რომ იუნესკომ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა.

კულტურის სამინისტრომ მაშინვე გაითვალისწინა მოცემული რეკომენდაცია და თავდაპირველად სხდომა ჩაინიშნა 17 თებერვალს“, - ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში. 

იხილეთ ასევე:

👉 სიძველის გადარჩენა არ არის ადვილი, აქ საჭიროა ისეთი ექსპერტები, რომლებიც ამ თემას მოაგვარებენ - ელისო ბოლქვაძე

👉 რაღაც არასწორად ხდება, რაღაცას ვერ აკეთებენ კარგად, ამ ყველაფერზე კულტურის სამინისტრო არის პასუხისმგებელი - ალეკო ელისაშვილი

👉 თუ სამუშაოები მიუღებელია რომელიმე ჯგუფისთვის, მაშინ მან აიღოს პასუხისმგებლობა - ქეთევან დუმბაძე

👉 „მდგომარეობა კრიტიკულია“ - საპატრიარქო გელათის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს