მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება“ - მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი უკრაინის საელჩოსთან მივიდა. მისი თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას.

„ჩვენ შევხვდებით ალბათ წარმომადგენლებს ან ელჩს, ვერ გეტყვით ზუსტად. ჩვენ გავაცნობთ ინფორმაციას. დასკვნა ამჟამად არის მხოლოდ ქართულ ენაზე. ის ინგლისურ ენაზე იქნება ძალიან მალე. ნებისმიერ შემთხვევაში, დასკვნა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ  პაციენტის თანხმობით ნებისმიერი სხვა პირისათვის. დასკვნა ხვალ შედის სასამართლოში.

ჩვენ გავაცნობთ ჩვენი დასკვნის მიგნებებს, თუმცა არ მგონია, რომ ახალი იყოს. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე და მძიმდება კიდევ უფრო და ეს არის ერთწლიანი არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების და არაადამიანური მოპყრობის შედეგი, რისი მოწმეც ჩვენ ვართ ახლა. თუ არ იქნება მიღებული ადეკვატური ზომები სწრაფად, მოსალოდნელია პაციენტის გარდაცვალება“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებიდან ამოიღეს წინადადება, რომ ომში თითქოს 100 000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და შესწორებული ვერსია გამოაქვეყნეს - უკრაინული მედია

👉 „სამწუხაროა, რომ „TV პირველს“ უფრო მეტი არ დაეკისრა“ - კალაძის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

👉 „ევროკავშირი გთავაზობთ, შეიქმნას სპეციალური სასამართლო, რომელიც გამოიძიებს რუსული აგრესიის დანაშაულს“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

👉 „პუტინი ფიქრობს, რომ თავისი მოქალაქეები საქართველოში, მოლდოვაში ან უკრაინაში უნდა დაიხოცონ“ - მიხაილო პოდოლიაკი

👉 ევროკომისიის შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგები 100 000 სამხედროა