მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნუ გადამცემთ ჩემს მშობლებს, რადგან მათ ჩემი მოკვლა შეუძლიათ“ - დაღესტნელი დები საქართველოში გამოიქცნენ

დები დაღესტანიდან

რუსს მესაზღვრეებს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ დაღესტნელი დები, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

გოგონების თქმით, ისინი ოჯახში ძალადობას გამოექცნენ. ნათესავები რეგულარულად მიმართავდნენ ძალადობას დების მიმართ, ბოლოს კი მათმა მშობლებმა ერთ-ერთ დას ბიძაშვილზე დაქორწინება დაუპირა.

დებმა ვიდეოები ჩაწერეს, რომელიც ტელეგრამის არხზე გავრცელდა.

„მე ვარ ამინატ გაზიმაგომედოვა, დაბადებული 1998 წელს. ახლა ვიმყოფები საქართველოს საზღვართან, რუსეთის მხარეს საგუშაგოზე. გთხოვთ, არ გადამცეთ ჩემს ახლობლებს, ისინი მოსაკლავად მეძებენ“.

„მე ვარ მაგომედოვა ფატიმატი, გთხოვთ, არ ჩამწეროთ ძებნილთა სიაში, რადგან ჩემს მშობლებს სურთ ჩემი პოვნა და მოკვლა. ნუ გადამცემთ მშობლებს“.

„მე ვარ ფატიმატ ხიზრიევა. ნუ გადამცემთ ჩემს მშობლებს, რადგან მათ ჩემი მოკვლა შეუძლიათ“.

„მე ვარ ხადიჟატ ხიზრიევა. გთხოვ, ჩემს ნათესავებსა და მშობლებს არ გადამცეთ, რადგან მომკლავენ“.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის „მარცვლეულის ინიციატივას“ - გაერო

👉 „მკრა ხელი და დამაწვინა იატაკზე“ - 72 წლის ქალი, რომელზედაც 30 წლის კაცმა სექსუალური ძალადობა სცადა

👉 აშშ-ის სურვილი რუსეთის მოსმენის შესახებ შეიძლება, პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებების პლატფორმა გახდეს - დმიტრი პესკოვი

👉 რუსეთი „შიმშილის თამაშების“ განახლებას დიდი ხანია გეგმავს - დმიტრო კულება

👉 „ვლადიმერ პუტინი მზადაა დასავლეთთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არის პირობები“ - სერგეი ლავროვი