მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო“ - თენგიზ წულაძე

ნევროლოგი

„სააკაშვილის მდგომარეობა 4 დეკემბრის შემდეგ გაუარესებულია“, - ამის შესახებ  კლინიკა „ვივამედიდან“ გამოსვლის შემდეგ ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ განაცხადა.

ნევროლოგის თქმით, სააკაშვილს აღენიშნება წონაში კლება და კუნთების მასის კიდევ უფრო მეტად შემცირება.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ჩვენ თვითონაც უნდა შევჯერდეთ, გაზომვის მონაცემები აღვწეროთ. ამჟამად შეგვიძლია ვთქვათ, მდგომარეობა ცალსახად გაუარესებულია იმაზე მეტად, ვიდრე 4 დეკემბერს იყო. გაუარესება გამოიხატება წონაში კლებით, კუნთების მასის კიდევ უფრო მეტად შემცირებით. ჯერჯერობით, ამის თქმა შემიძლია, დანარჩენს დეტალურად დავწერთ და გამოვაქვეყნებთ“, - აცხადებს თენგიზ წულაძე. 

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილე იმყოფებოდნენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 არაფრის ჩამოშლა არ არის, არაამქვეყნიური ინფორმაცია გაქვთ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

👉 სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია, წონაში კლება აღენიშნება, დასუსტებულია - გიორგი ბურჯანაძე

👉 ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! - გიული ალასანია შვილზე

👉 „შენ უკვე იყავი, თვალები დაგვთხარე, არასახელმწიფოებრივად იაზროვნე, ამაზე არაფერი არ გაგვიგონია და მარტო თვალის პაჭუნზე ვინ მოგიყვანს!“ - თაკო ჩარკვიანი გახარიაზე

👉 „გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, მას პარტიაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა“ - თინა ხიდაშელი