მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცა სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია

ჯანდაცვის მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საქართველოში საკუთარი ხარჯებით ჩამოსულ უცხოელ ექიმს ლიცენზია.

მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები და მოახდინოს ამერიკელი ექიმის შეყვანა კლინიკაში - შალვა ხაჭაპურიძე

როგორც აზარაშვილი ამბობს, სპეციალურმა კომისიამ, რომელიც განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში, განაცხადა, რომ პირმა ვერ წარმოადგინა აუცილებელი დოკუმენტაცია.

„ჯანდაცვის სამინისტროში არსებული სსიპ - რეგულირების სააგენტო და სპეციალური კომისია განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში. ჩვენ მონახულების უფლებას, პაციენტი იქნება თუ პატიმარი, არ გავცემთ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა მოთხოვნილს, ამიტომ კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე.

დოკუმენტაციის ჩამონათვალში, რაც აუცილებელი იყო საექიმო საქმიანობის ლიცენზიის ასაღებად წარმოედგინა, არასრულყოფილი იყო, რამდენადაც ვიცი და ამიტომ ვერ დაკმაყოფილდა“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

შეგახსენებთ, საქართველოში სააკაშვილის საქმეში ჩასართავად საკუთარი ინიციატივით და ხარჯებით ჩამოსულია  ექიმი, ნობელის პრემიის ლაურეატი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დარგში ჯეიმს კობი, რომელსაც ექსპრეზიდენტის მონახულების საშუალება არ ეძლევა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მოვუწოდებ სახალხო დამცველს, დაიცვას პატიმარ სააკაშვილის უფლებები და მოახდინოს ამერიკელი ექიმის შეყვანა კლინიკაში - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ მიმდინარეობს წონის კლება, ჯანმრთელობა არ უმჯობესდება - გიორგი ჩალაძე სააკაშვილზე

✔️  ნება უნდა დავრთოთ ექიმ კობის მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს - მიხეილ სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი

✔️ ერთ ექსპერტზე უკანონოდ ჯანდაცვის სამინისტრომ ხარვეზი დაადგინა - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე“ - მარიამ ჯიშკარიანი