მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოსიმენის თქმით, კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია - „ის განსაკუთრებული ბიჭია“

ოსიმენი, კვარაცხელია
1678129154
სპორტი

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, ვიქტორ ოსიმენმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და თქვა, რომ მას უახლოესი წლების განმავლობაში ოქროს ბურთის დაუფლება შეუძლია. 

ოსიმენმა ისაუბრა მოედნის გარეთ მათ ურთიერთობაზეც. 

„ნაპოლის ამ შემადგენლობაში დიდებული ლიდერები არიან. კვარაცხელია განსაკუთრებული ბიჭია, ის ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე შევამჩნიე. ის ყველას უყვარს, არა მხოლოდ იმის გამო, რასაც მოედანზე აკეთებს, არამედ იმისთვისაც, როგორიც მოედნის მიღმაა. მჯერა, რომ მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. იმედი მაქვს, ის ნაპოლის დიდებას მოუტანს. ჩვენს შორის დიდი ურთიერთგაგებაა, სპალეტი ასევე არაჩვეულებრივია და ეს მთავარი მიზეზია, თუ რატომ მიგვდის ეს სეზონი კარგად. ასევე უნდა გავაგრძელოთ“, - ამბობს ოსიმენი. 

იხილეთ ასევე:

👉 კვარაცხელია სერია A-ში თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზეა ნომინირებული

👉 „კვარა არ შემცდარა“ - სპალეტი „ლაციოს“ გოლის ეპიზოდზე

👉 კვარაცხელია ერთ-ერთი უკანასკნელია, ვინც დანებდა - რას წერს იტალიური მედია „ნაპოლის“ მარცხის შემდეგ

👉 სანდრო მამუკელაშვილი კარიერას San Antonio Spurs-ში გააგრძელებს