მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, არის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პროცესი საქართველოს ისტორიაში, იმედი მაქვს „ოცნება“ გამოფხიზლდება - ხუხაშვილი

პოლიტოლოგი

„ხალხის ძალის“ კანონი აბსოლუტურად - ანტიდასავლურია. იმედი მაქვს, „ქართულ ოცნებაშიც“ კი ძალიან ბევრი ადამიანი გამოფხიზლდება და ამ უფსკრულისკენ აღარ უბიძგებს ქვეყანას“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

ექსპერტის თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის მიღების შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის კარები დაიკეტება. 

ხუხაშვილის განცხადებით, ცინიკურია ხელისუფლების განცხადებები, თითქოს ღირსეულად შევლენ ევროკავშირში.

„ის, რაც დღეს ხდება, სამწუხაროდ, არის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული პროცესი საქართველოს ისტორიაში. განა იმიტომ, რომ ჩხუბი და დაპირისპირება არ ყოფილა, უფრო მეტიც, სამოქალაქო ომიც კი გავიარეთ, მაგრამ ამის მიუხედავად არასოდეს არ დამდგარა ეჭვქვეშ საქართველოს გრძელვადიანი განვითარების ვექტორი, რომელიც ყოველთვის მიმართული იყო ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ და დღეს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც აქ დაისვა სერიოზული კითხვის ნიშანი. საქმე ამ კონკრეტულ კანონში არ გახლავთ, საქმე გახლავთ იმაში რომ ის სამყარო, რომლისკენაც მივისწრაფვით, გვეუბნება, თუ აღნიშნული კანონი იქნა მიღებული, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზაზე დაგვეწყება სერიოზული შეფერხებები, სერიოზული კითხვის ნიშანი დაისმება და მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ეს გზა საერთოდ გადაიკეტოს.

სრულ აბსურდამდე დაიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ მზაკვრული ტექნოლოგიებით მთელი ეს დისკუსია, ისინი ოპონენტებს აბრალებენ, რომ ისინი არიან მოღალატეები და უსამშობლოები. რაც ყველაზე ცინიკურია, გზადაგზა აცხადებენ, ღირსეულად შევლენ ევროკავშირში მაშინ, როდესაც ყველა ევროპული ქვეყანა გეუბნება, რომ თუ ამ ნაბიჯს გადადგამ ამ კანონთან დაკავშირებით, კარები ევროკავშირში ჩაიკეტება. საფრთხეების გადაფარვა ხდება ამ ემოციური ფასადური ტალღით. ევროკავშირი არ გვეხვეწება წევრობას, ეს კანონი {ხალხის ძალის} აბსოლუტურად - ანტიდასავლურია. იმედი მაქვს, „ქართულ ოცნებაშიც“ კი ძალიან ბევრი ადამიანი გამოფხიზლდება და ამ უფსკრულისკენ აღარ უბიძგებს ქვეყანას“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკიდურესად საზიანო იქნება ევროინტეგრაციის გზისთვის - ზურაბიშვილი გაეროში „ხალხის ძალის“ კანონზე

👉 „ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერესი უბრალოდ აღარ არსებობს, მარტო ჩვენგან ხედავთ პროტესტს ამ ყველაფერზე?“ - დეკანოიძე

👉 პოლიტიკური პროცესის მართვა უკვე მთლიანად გადაიბარეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ბიძინაც აღარ არსებობს - გია ხუხაშვილი

👉 გასამხედროებული წესია პარლამენტში, დემოკრატიულ კანონებს, პარლამენტი ხალხისგან არ იცავს - ანა ნაცვლიშვილი

👉 „მე და შენში მოღალატის დედა მოვ**ან“ - ყაველაშვილი ვაშაძეს