მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე და შენში მოღალატის დედა მოვ**ან“ - ყაველაშვილი ვაშაძეს

მიხეილ ყაველაშვილი და გიორგი ვაშაძე

პარლამენტის სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წევრი მიხეილ ყაველაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. 

ვაშაძემ ყაველაშვილსა და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მომხრეებს მოღალატეები უწოდა.

„წადი, ბურთი გააგორე, ღალატის ხელის მომწერი ადამიანი ყველაფერზე წამსვლელია“, - უთხრა ვაშაძემ ყაველაშვილს.

„მე და შენში მოღალატის დედა მოვ**ან“, - უპასუხა ყაველაშვილმა ვაშაძეს. 

მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

ცნობისთვის, 2 მარტს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უცხოეთის აგენტების შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. კომიტეტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მოსმენების პარალელურად, პარლამენტის გარეთ აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები ე.წ. აგენტების კანონპროექტების განხილვას აპროტესტებდნენ. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი დააკავა.

კანონპროექტების განხილვა 6 მარტს იურიდიულ კომიტეტთა სხდომაზე გაგრძელდა, სადაც დეპუტატები ერთმანეთს როგორც სიტყვიერად, ასევე, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამავდროულად, პარლამენტის წინ სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდნენ. მიუხედავად ამისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტების განხილვა 7 მარტს გაგრძელდა. ამავდროულად, პარლამენტის წინ აქცია იმართება. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ისინი ყველა ღონეს იხმარენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი კანონად არ აქციოს. 

იხილეთ ასევე:

👉 „კანონი ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს“ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

👉 ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს, ან არ ვჩერდებით - დეკანოიძე

👉 „მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს“ - რატი ბრეგაძე

👉 მგონია, ფიქრობთ, რომ შაპიტოს დირექტორი ხართ - სალომე სამადაშვილი პაპუაშვილს