მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ომის ახალი სახიფათო ფაზა დაიწყო, რუსული იმპერია ისტორიის ამ ეტაპზე საბოლოოდ დასრულდება - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში

„რუსული იმპერია ზუსტად ისტორიის ამ ეტაპზე საბოლოოდ დასრულდება“, - ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა. 

გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბრძოლის ველზე ომის ახალი, უფრო სახიფათო ფაზა დაიწყო.

მისი თქმით, რუსეთი დროთა განმავლობაში იფიტება და ნელ-ნელა სუსტდება. 

„პრაქტიკულად არცერთი ადგილი არ დარჩა უკრაინაში, სადაც ადამიანებს შეუძლიათ იგრძნონ თავი უსაფრთხოდ. რაღაც მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც აფეთქება მოხდა ყირიმის ხიდზე. პუტინმა უკვე გამოაცხადა, რომ ეს აფეთქება დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ. რუსეთმა გადააჭარბა მოლოდინს, მან მაქსიმალური სისასტიკე გამოავლინა და შეტევის ქვეშ აღმოჩნდა მთელი უკრაინის ტერიტორია. რა არის ეს, ძალის დემონსტრირება? ვფიქრობ პირიქით, უძლურების დემონსტრირებაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ვითარდება ფრონტზე მდგომარეობა - უკრაინა უტევს, რუსეთს სულ უფრო და უფრო უჭირს ოკუპირებული ტერიტორიების დაცვა. 

ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, რომ ბელორუსი ომში ჩაერთვება ოფიციალურად. ომის ახალი ფაზა დაიწყო, ბევრად უფრო სახიფათო. ომის გრადუსმა კიდევ უფრო მეტად მოიმატა, რისკები კიდევ უფრო დიდი გაჩნდა. იმედი მაქვს, რომ მოხდება სისტემური დამარცხება რუსეთის.

ვხედავთ, რუსეთი დროთა განმავლობაში რესურსებითაც იფიტება, მორალური ენერგიაც ნაკლები აქვს, პროპაგანდისტული მანქანაც ვეღარ მუშაობს და საბრძოლო სულისკვეთებაც პრაქტიკულად გამქრალია. იმედი უნდა ვიქონიოთ,  ყველაფერი კარგად დასრულდება, აგრესორს თავისი მიეზღვევა და უკრაინა გააგრძელებს თავის სვლას, უფრო დემოკრატიულ, თავისუფალ და ტერიტორიულ მთლიანობაში. რუსული იმპერია, ზუსტად ისტორიის ამ ეტაპზე საბოლოოდ დასრულდება“, - აცხადებს გია ხუხაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთი თავისი უნიათობისა და დოყლაპიობის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს - ვახტანგ კაპანაძე

✔️ რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გამწარებული პასუხი იყო, მსგავსი დარტყმები გაგრძელდება - ვახტანგ კაპანაძე

✔️ პუტინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსული არმია ამოწურულია - ბრიტანეთის სპეცსამსახურის უფროსი

✔️ „ნაძირალა, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს“ - რუსი ოპოზიციონერი გენერალ სერგეი სუროვიკინზე

✔️ პუტინს ელიტარული ქვედანაყოფი მოსკოვში გადაჰყავს სახელმწიფო გადატრიალების შიშის გამო - The Sun

✔️ „მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა მოახდინოს თავისი ძალების კონსოლიდაცია, რათა ეს ბოროტების პროვინცია საბოლოოდ დამარცხდეს“ - გიორგი ბადრიძე