მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი თავისი უნიათობისა და დოყლაპიობის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს - ვახტანგ კაპანაძე

გენშტაბის ყოფილი უფროსი

გენშტაბის ყოფილი უფროსი ვახტანგ კაპანაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც ყირიმის ხიდი ააფეთქეს, რუსეთში ქართულნომრიანი ავტომანქანით ჩაიტანეს და განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთთან თავი არ უნდა იმართლოს და ეს საქმე რუსულმა სპეცსამსახურებმა უნდა გამოიძიონ.

რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გამწარებული პასუხი იყო, მსგავსი დარტყმები გაგრძელდება - ვახტანგ კაპანაძე

კაპანაძე აცხადებს, რუსეთი თავისი უნიათობისა და დოყლაპიობის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს.

„ხარი დაკლეს და ქათამი ზედ მიაკლესო“, ყველაფერზე რაც კი ხდება, რუსეთი მაინც მოგვიტრიალდება და ისევ საქართველოში ხედავს ყველა უბედურებას. საქართველოდან რომ მანქანა წავიდა და საზღვარი გაიარა, იმ საზღვარზე „ეფესბე“ არ იდგა ან მესაზღვრეები ასე დოყლაპიები იყვნენ, რომ ამხელა რაღაც გაატარეს? რა გაუჭირდებოდა უკრაინულ სპეცსამსახურს საჭიროების შემთხვევაში ქართულნომრიანი მანქანა ეშოვა. ეს არის თავის უნიათობის და დოყლაპიობის გადაბრალება ვიღაცაზე. მანქანა იყო გერმანული, მაშინ გერმანელები არიან დამნაშავე იმაში, რომ ხიდი აუფეთქეს?“ - აცხადებს ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ომის ახალი სახიფათო ფაზა დაიწყო, რუსული იმპერია ისტორიის ამ ეტაპზე საბოლოოდ დასრულდება - გია ხუხაშვილი

✔️ რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გამწარებული პასუხი იყო, მსგავსი დარტყმები გაგრძელდება - ვახტანგ კაპანაძე

✔️ პუტინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსული არმია ამოწურულია - ბრიტანეთის სპეცსამსახურის უფროსი

✔️ „ნაძირალა, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს“ - რუსი ოპოზიციონერი გენერალ სერგეი სუროვიკინზე

✔️ პუტინს ელიტარული ქვედანაყოფი მოსკოვში გადაჰყავს სახელმწიფო გადატრიალების შიშის გამო - The Sun