მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გამწარებული პასუხი იყო, მსგავსი დარტყმები გაგრძელდება - ვახტანგ კაპანაძე

გენშტაბის ყოფილი უფროსი

„რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე გამწარებული პასუხი იყო. რუსეთის პოზიციები უკვე დასუსტებულია“, -  ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ მრჩეველმა ვახტანგ კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა. 

გენშტაბის ყოფილი უფროსის განცხადებით, რუსეთი ომამდეც ტერორისტული სახელმწიფო იყო, ის საზღვრებს გარეთ მოსახლეობას აწამებდა. 

მისი თქმით, ზამთარში შეტევის ტემპი შენელდება. 

ამასთან, ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ხანგრძლივი იქნება და მარტივად არ დასრულდება.

„რუსეთის მიერ კიევზე დარტყმის მიზანია, გამოიწვიოს მოსახლეობაში მძიმე მდგომარეობა, ე.წ ომით გადაღლის სინდრომი, მათი ბრძოლის უნარიანობის დაქვეითება. ის ცდილობს აიძულოს უკრაინის მოსახლეობა მოახდინოს ზემოქმედება მთავრობაზე, რათა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. რუსეთს უკრაინაში წარმატების მიღწევა გაუჭირდება. მსგავსი დარტყმები გაგრძელდება. რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინულ ქალაქებზე გამწარებული პასუხი იყო.

რუსეთის პოზიციები დასუსტებულია. ვერ გავიხსენებ რუსეთის მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებს, სადაც სისასტიკე არ იყო. რუსეთს სასოწარკვეთა უკვე ემჩნევა. იმედს ვიტოვებ, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. უკრაინა შეტევაშია და თავადაც კარგავს საბრძოლო ტექნიკას, ეს შესავსებია.

რუსეთი ომამდეც ტერორისტული სახელმწიფო იყო, რომელიც საზღვრებს გარეთ კლავდა და აწამებდა მოქალაქეებს. უკრაინა ისეთი ტემპით მიიწევს წინ, რომ ხერსონს და ზაპოროჟიეს გაათავისუფლებს. ეს იქნება ხანგრძლივი ომი, უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი აქვს საბრძოლო. ზამთარში შეტევითი ტემპები შენელდება“, - აცხადებს გენშტაბის ყოფილი უფროსი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსეთი თავისი უნიათობისა და დოყლაპიობის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობს - ვახტანგ კაპანაძე

✔️ ომის ახალი სახიფათო ფაზა დაიწყო, რუსული იმპერია ისტორიის ამ ეტაპზე საბოლოოდ დასრულდება - გია ხუხაშვილი

✔️ პუტინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსული არმია ამოწურულია - ბრიტანეთის სპეცსამსახურის უფროსი

✔️ „ნაძირალა, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს“ - რუსი ოპოზიციონერი გენერალ სერგეი სუროვიკინზე

✔️ პუტინს ელიტარული ქვედანაყოფი მოსკოვში გადაჰყავს სახელმწიფო გადატრიალების შიშის გამო - The Sun