მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთს საკუთარი საზოგადოების შეცვლით დაუბრუნდება“ - გელა ბეჟუაშვილი

თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

„რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთს საკუთარი საზოგადოების შეცვლით დაუბრუნდება“, -  ამის შესახებ თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ქართველმა პოლიტიკოსმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა. 

გელა ბეჟუაშვილის თქმით, რუსეთი ვერ აწარმოებს წარმატებულ ომს და მისი მარცხი გარდაუვალია.

ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი თავის ვერაგულ ტაქტიკას, რასაც ჰქვია ომი გაძლებაზე გააგრძელებს, თუმცა უკრაინა ტერიტორიებს არ დათმობს. 

„უკრაინის ომი შეცვლის რუსეთის საზოგადოებას. რას მოიმოქმედებს რუსეთის რეჟიმი, რთული სათქმელია. ბირთვული რისკების მართვის შეხვედრა, რომელიც უნდა ჩატარებულიყო აშშ-სა და რუსეთს შორის გაუქმდა, რუსებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს. თავიდან რუსეთის ხელისუფლება შეხვედრას დასთანხმდა, შემდეგ კი უარი თქვა, ეს არის მათი ტაქტიკური თამაში დასავლეთთან.

რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთს საკუთარი საზოგადოების შეცვლით დაუბრუნდება. ეს აუცილებლად მოხდება, ეს უკვე ხდება. რუსეთის მარცხი გარდაუვალია, რუსეთი ვერ მოიგებს ამ ომს. გაზაფხულზე რუსეთში, მყისიერად დადგება ძალიან სერიოზული პრობლემები.

რუსეთი ვერ აწარმოებს წარმატებულ ომს, ის გააგრძელებს ამ ვერაგულ ტაქტიკას, რასაც ჰქვია ომი გაძლებაზე. მათ ამ ვერაგული მეთოდებით სურთ, უკრაინელი ხალხი დანებდეს. უკრაინის მოსახლეობა რაიმეს ფასად მშვიდობას არ მიიღებს. უკრაინელი ხალხის გამძლეობა და სიმამაცე ნამდვილად მაკვირვებს. უკრაინა არის საკვანძო. უკრაინის გარეშე, რუსეთის ახალი იმპერია შეუძლებელია რომ შეიქმნას“, - აცხადებს  თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა ზამთარში ომის გაგრძელება, რადგან ის შემადგენლობა, რაც რუსეთს ჰყავს, კიდევ უფრო დასუსტდება - ლაშა ბერიძე

👉 „მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“ - დანილოვი

👉 ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა, რუსეთს იქ ძალა ეწურება - ISW

👉 პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით

👉 ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ეს რუსეთს მოუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი