მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სულელური გადაწყვეტილებაა, პრობლემების, ხარისხის დაცემის და პერსონალის დეფიციტის მეტს არაფერს გამოიწვევს - სურგულაძე მინიმალური ხელფასის შემოღებაზე

ჯანდაცვის ექსპერტი ვატო სურგულაძე Pia.ge

მომავალი წლის იანვრიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წესდება. ექიმების საათობრივი ანაზღაურება მხოლოდ 7 ლარი, ხოლო ექთნების 4 ლარი და 40 თეთრი იქნება, - ამ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ ისაუბრა. 

ჯანდაცვის ექსპერტი ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას სულელურს უწოდებს და ამბობს, რომ ეს კლინიკების დახურვას გამოიწვევს.

ვატო სურგულაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეს არის ბიზნესს საქმიანობაში უხეში ჩარევა და ამან, შესაძლოა, უხარისხო მედიკამენტების გამოყენება კლინიკებში გაზარდოს. 

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ დაბრუნდება შევარდნაძის დრო, როდესაც ხდებოდა ექიმებისთვის ჯიბეში ფულის ჩადება.

„ეს არის ჩარევა კერძო კომპანიების, საავადმყოფოების საქმიანობაში. როგორც მაგათმა დათვალეს, რომ აიღეს და საშუალო ხელფასი გამოიყვანეს და იმის 60% უნდა იყოს მინიმუმი, აბსოლუტურად არასწორი დათვლაა. ასეთი რაღაცები ასე არ კეთდება, დღეს დაიბარეს საავადმყოფოს დირექტორები და დღეს დაუწყეს ამაზე საუბარი. 

ეს არის სერიოზული ჩარევა კერძო ბიზნესში. როცა ასეთ რამეს აკეთებ, წინასწარ უნდა გაიარო კონსულტაციები და არა გაუგებარი ფორმულებით აიძულო კლინიკები მინიმალური ხელფასი გასცენ. ამან შეიძლება ძალიან ბევრი კლინიკის დახურვა გამოიწვიოს. ასეთი მექანიკური მიდგომა არ შეიძლება. 

ასეთი უხეში ჩარევა ბიზნესში არ შეიძლება, ეს არის განსხვავებული ბიზნესი და ბაზარი. მინიმალური ხელფასები შემოიღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და საკმაოდ ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდა.

მინიმალური ხელფასის შემოღება აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა და პრობლემების, ხარისხის დაცემის და პერსონალის დეფიციტის მეტს არაფერს გამოიწვევს. აქ რჩება ორი გამოსავალი - შევამცირო თანამშრომლების რაოდენობა ან მეორე - ვიყიდო დაბალ ფასიანი და სამწუხაროდ, უხარისხო მედიკამენტი სხვანაირად ეს დაწესებულებები გაკოტრდებიან.

ამიტომ ეს გადაწყვეტილება, სუფთა საბჭოთა კავშირის დროინდელი  გადაწყვეტილება, სადაც მივყავართ ამ მთავრობას. ზუსტად ისეთი გადაწყვეტილებაა, როგორც საბჭოთა კავშირში იყო. 120 ლარი ჰქონდა ექიმს ხელფასი - ვერც მოუმატებდი, ვერც დააკლებდი, რა ხდებოდა? ექიმებისთვის ჯიბეში ფულის ჩადება. წავა ისევ, როგორც იყო შევარდნაძის დროს, ექიმებზე ჯიბეში ფულის ჩადება, რომელიც არსად არ გამოჩნდება და არსად არ დაიბეგრება, აი, ამას მივიღებთ ამ სულელური გადაწყვეტილებით“, - აცხადებს ვატო სურგულაძე.

ცნობისთვის, 2023 წლიდან ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება წესდება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება.

რეფერენტული ფასები, 2023 წლიდან, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 შეწყალება იქამდე, ვიდრე მართლმსაჯულება არ დასრულებულა, სწორი არ არის - ეკა ბესელია

👉 კომიტეტზე ომბუდსმენობის კანდიდატურებს უყარეს კენჭი - ყველაზე მეტი ხმა გიორგი ბურჯანაძემ მიიღო

👉 არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს - სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილზე

👉 „ძაღლი ბავშვს თავში ეცა“ - მეზობლები პიტბულის მიერ 2 წლის ბავშვის დაგლეჯაზე