მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ ტერორისტებთან“ - ოლექსი დანილოვი

ოლექსი დანილოვი

„ჩვენ არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ ტერორისტებთან. თუკი იქნება რაიმე გონივრული შემოთავაზებები, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ, ოღონდ ეს არ იქნება პუტინთან“, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი რეზნიკოვმა „ფორმულას“ ეთერში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, უკრაინას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ტერორისტთან მოლაპარაკებას არ გამართავს, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ვითარება უკრაინისთვის. 

„არ შეიძლება, რამე საუბარი იყოს მოლაპარაკებაზე, სანამ ისინი არ დატოვებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას. ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, რა ხდებოდა 2008 წელს, თქვენ ამ დრომდე არ შეგიძლიათ, რომ დაიბრუნოთ თქვენი ტერიტორია. ამიტომ, ამ მოლაპარაკებებზე არ იქნება საუბარი მანამდე, სანამ რუსი ტერორისტები არ გავლენ ჩვენი ტერიტორიიდან.

ჩვენ არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ ტერორისტებთან. თუკი იქნება რაიმე გონივრული შემოთავაზებები, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ, ოღონდ ეს არ იქნება პუტინთან. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანთან ამ ტერორისტთან [პუტინი] არ ვაპირებთ მოლაპარაკებებს, რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ვითარება ჩვენთვის“, - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“ - დანილოვი

👉 ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა, რუსეთს იქ ძალა ეწურება - ISW

👉 თუ გინდა გაიგო რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამოდი უკრაინაში და თავად იხილავ საკუთარი თვალით - ვოლოდიმირ ზელენსკი მასკს

👉 ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ეს რუსეთს მოუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 რუსეთი 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას - სერგეი შოიგუ