მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია, რუსეთს კარგი არაფერი ელის“ - დავით არახამია

პარტია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია

„ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია, ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. უკრაინა მთელი თავისი ტერიტორიისა და ხალხის გასათავისუფლებლად იბრძოლებს“, - ამის შესახებ უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ტელეგრაზე წერს. 

დავით არახამია წერს, რომ ტერორისტული სახელმწიფო ყველა დანაშაულზე  პასუხს აგებს: 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსულმა სარაკეტო ტერორმა, რომელიც მომზადებული იყო დაშინების აქტის სახით, ვერ მიაღწია ვერც ჰუმანიტარულ, ვერც საინფორმაციო და ვერც პოლიტიკურ მიზნებს. ჩვენი ენერგეტიკის ინჟინრები და გადაუდებელი სამსახურები სწრაფად აღადგენენ დანგრეულს. შედეგები მძიმეა, მაგრამ ჩვენ ვუმკლავდებით.

ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ისწავლეს მასიური საჰაერო თავდასხმების მოგერიება. თუნდაც იმ იარაღით, რაც გვაქვს. მაგრამ რაც უფრო მალე მივიღებთ უახლეს სამხედრო აღჭურვილობას, მით უფრო მალე მივაღწევთ მშვიდობას ჩვენს ქალაქებში. ჩვენს მოქალაქეებს არ შეშინებიათ. ზოგადად, არ არსებობს ისეთი კალიბრი, რომელიც უკრაინელებს წინააღმდეგობის დათმობას აიძულებს.

მოლაპარაკების მოთხოვნით არავინ გამოსულა. თუმცა რუსებს სწორედ ამის იმედი ჰქონდათ. ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. უკრაინა მთელი თავისი ტერიტორიისა და ხალხის გასათავისუფლებლად იბრძოლებს. და ტერორისტული სახელმწიფო აგებს პასუხს ყველა დანაშაულზე და გადაიხდის ყველაფრის საფასურს, რაც გაანადგურა.

ისტორიიდან ვიცით, რომ სარაკეტო ტერორი დიქტატორის ერთ-ერთი ბოლო არგუმენტია. დამარცხებამდე ჰიტლერმა დაბომბა ლონდონი, მილოშევიჩი - ზაგრები, პუტინი ბომბავს კიევს და ზაპოროჟიეს. თუ რუსეთი გადაწყვეტს იგივე გზას გაჰყვეს, მაშინ მათ კარგი არაფერი ელის“, - წერს  ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ომის ახალი სახიფათო ფაზა დაიწყო, რუსული იმპერია ისტორიის ამ ეტაპზე საბოლოოდ დასრულდება - გია ხუხაშვილი

✔️ რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე გამწარებული პასუხი იყო, მსგავსი დარტყმები გაგრძელდება - ვახტანგ კაპანაძე

✔️ პუტინი არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, რუსული არმია ამოწურულია - ბრიტანეთის სპეცსამსახურის უფროსი

✔️ „ნაძირალა, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას შეასრულებს“ - რუსი ოპოზიციონერი გენერალ სერგეი სუროვიკინზე

✔️ პუტინს ელიტარული ქვედანაყოფი მოსკოვში გადაჰყავს სახელმწიფო გადატრიალების შიშის გამო - The Sun