მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის გენოციდურ ომს იგივე მიზანი აქვს, რაც ჰოლოდომორს - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს აღიარონ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად და თავიდან აიცილონ შემდგომი სამხედრო დანაშაულები. 

„დღეს, უკრაინაში 1932-1933 წლების ჰოლოდომორის დაწყებიდან 90 წლისთავზე, რუსეთის აგრესიული გენოციდური ომის მიზანი არ განსხვავდება 1932-1933 წლების გენოციდის მიზნისგან. მათი მიზანი უკრაინელი ერის და სახელმწიფოებრიობის განადგურებაა. 

კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ტერორისტული თავდასხმების გაგრძელებით, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის განადგურებით, უკრაინელი ბავშვების რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაყვანით, რუსეთის ფედერაცია აწარმოებს ომს უკრაინული იდენტობის წინააღმდეგ“, - აცხადებენ სამინისტროში. 

განცხადების თანახმად, სტალინის ეპოქის პოლიტიკური და იდეოლოგიური ნარატივები, კერძოდ, „მტრული დასავლეთის“ იმიჯი და უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უარყოფა, ახლა განსაკუთრებით აქტიურად არის ხაზგასმული დღევანდელი რუსეთის ტოტალიტარულ პოლიტიკაში.

შეგახსენებთ, 24 ნოემბერს ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ, ისევე როგორც მოლდოვის პარლამენტმა, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔴 11-13 დეკემბერს მოსკოვში ქართული კულტურის დღეები გაიმართება

🔴 „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ განმარტავს რატომ ცვლის რუსეთი უკრაინასთან ტყვეებს ხშირად

🔴  კაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა

🔴  ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო - დაკავებულია ორი პირი

🔴  ხაშურში დედათა მონასტერში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრნენ - დაშავებულია მონაზონი

🔴  დედაო სასტიკად არის ნაცემი - სოფელ ცხრამუხის მონასტრის მრევლი