მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტები ვერ იცავენ საკვანძო პოზიციებს - ISW

ზაპოროჟიე

რუსი ოკუპანტების მოძრაობა ზაპოროჟიეს ოლქში მიუთითებს მათ უუნარობაზე დაიცვან საკვანძო პოზიციები, - ამის შესახებ  ომის კვლევის ინსტიტუტი იუწყება

ანალიტიკოსების თქმით, ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტები ვერ იცავენ საკვანძო პოზიციებს.

„რუსული ჯარების მოძრაობა ზაპოროჟიეს ოლქში შეიძლება მიუთითებდეს, რომ მათ არ შეუძლიათ დაიცვან კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები უკრაინული თავდასხმებისგან“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.

ომის კვლევის ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რუსულმა ძალებმა შეიძლება გაიყვანონ პერსონალი ზაპოროჟიეს ოლქიდან, რათა შემცირდეს უკრაინული დარტყმების მზარდი რაოდენობის გავლენა რუსული ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციაზე.

ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციიდან ჯარების გაყვანა შეიძლება მიუთითებდეს, რომ რუსეთის ჯარებს არ შეუძლიათ დაიცვან მთელი ფრონტის ხაზი ზაპოროჟიეს რეგიონში და განსაზღვრონ პრიორიტეტული ადგილები ძალების კონცენტრაციისთვის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს, თუ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე - ოლაფ შოლცი

👉 ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა ზამთარში ომის გაგრძელება, რადგან ის შემადგენლობა, რაც რუსეთს ჰყავს, კიდევ უფრო დასუსტდება - ლაშა ბერიძე

👉 „მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“ - დანილოვი

👉 ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა, რუსეთს იქ ძალა ეწურება - ISW

👉 პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით