მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს, თუ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი

ევროპას შეუძლია რუსეთთან ომამდე არსებულ სამშვიდობო წესრიგს დაუბრუნდეს და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ საერთო უსაფრთხოების ყველა საკითხი გადაწყვიტოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უარს იტყვის მეზობელი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიაზე, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა რუსეთთან პარტნიორობაზე საუბარი არ შეიძლება, რადგან რუსეთმა დაარღვია სამშვიდობო წესრიგი, რომელზედაც ჩვენ მრავალი ათეული წელი ვმუშაობდით.

„რასაც დღეს რუსეთი აკეთებს არის დაბრუნება მე-19, მე-18, მე-17 საუკუნეების იმპერიალისტურ მიდგომებთან, როდესაც უფრო ძლიერ ქვეყანას სჯერა, რომ მას შეუძლია უბრალოდ აიღოს მეზობლის ტერიტორია და სჯერა, რომ მისი მეზობლები მხოლოდ შიდა ტერიტორიაა. ეს მიუღებელია“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

შოლცმა აღნიშნა, რომ ევროპა უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებებს, რომელიც არსებობდა გასული ათწლეულების განმავლობაში და ქმნიდა საფუძველს მშვიდობისა და უსაფრთხოების წესრიგისთვის.

„რუსეთისთვის ეს, ასევე, ნიშნავს იმას, რომ ის აღიარებს, რომ არის ღია საზოგადოებები, დემოკრატიები, რომლებიც სულ სხვა გზით მიდიან. ბოლოს და ბოლოს, არ არის აგრესია ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ნატოს მხრიდან და საერთო უსაფრთხოების ყველა საკითხი შეიძლება გადაწყდეს და განხილული იყოს. ამისთვის მზაობა არსებობს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

„ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ სამშვიდობო წესრიგს, რომელიც მუშაობდა და ისევ უსაფრთხო გავხადოთ ის, თუ რუსეთი მზად არის დაუბრუნდეს ამ სამშვიდობო წესრიგს“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ძალიან სულელური გადაწყვეტილებაა ზამთარში ომის გაგრძელება, რადგან ის შემადგენლობა, რაც რუსეთს ჰყავს, კიდევ უფრო დასუსტდება - ლაშა ბერიძე

👉 „მე არაფერს მოვუწოდებდი, თუკი 2008 წელს რაიმე წაგართვეს, ეს უნდა დაიბრუნოთ, უნდა აიძულოთ მისი დაბრუნება აგრესორებს“ - დანილოვი

👉 ბახმუტი დამპყრობელთა მახე გახდა, რუსეთს იქ ძალა ეწურება - ISW

👉 პენტაგონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს უკრაინისთვის NASAMS-ის თავდაცვის სისტემების შესყიდვასთან დაკავშირებით

👉 ომი დასრულდება ან მაშინ, როცა უკრაინა მოიგებს, ან როცა ეს რუსეთს მოუნდება - ვოლოდიმირ ზელენსკი