მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით 26 „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს

კამიკაძე დრონი

16-17 ოქტომბრის ღამეს, სამხრეთის მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 26 „კამიკაძე-დრონი“ გაანადგურეს, აღმოსავლეთში კი - 3 ფრთოსანი რაკეტა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„17 ოქტომბერს, 03.30-იდან 06:50 საათამდე, სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 15 დრონი ჩამოაგდეს: 6 - ოდესის ოლქის თავზე და 9 - ნიკოლაევის ოლქის თავზე. ზოგადად, 16-17 ოქტომბრის ღამეს, სამხრეთის მიმართულებით 26 ერთეული Shahed-136 განადგურდა“, - აცხადებენ საჰაერო ძალების სარდლობაში.

ამავე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთის მიმართულებით კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს.

„საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა სამი რაკეტა გაანადგურეს“, - დასძენს სარდლობაში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „რუსები ისე იქცევიან, როგორც ტერორისტები, დეგრადაციას განიცდიან“ - ზაზა გოგავა

✔️ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ხერსონი უკვე მომავალ კვირას - Financial Times

✔️ რუსეთი მზადაა დატოვოს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება, თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება - გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი

✔️ „გადადგეს კალაძე“ - თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

✔️ ოკუპანტებმა კიევი „კამიკაძე-დრონებით“ დაბომბეს - უკრაინული მხარე