მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება, ვიმედოვნებთ, რომ ეს პუტინს არ სურს“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ skynews-თან უკრაინა-რუსეთს შორის არსებული დაძაბული ვითარების შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, იგი მოკავშირეებთან ერთად მუშაობს, რათა რუსეთი შეაკავოს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები მზად არიან, რომ ქვეყანა დაიცვან. 

„ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, შესაძლო თავდასხმა პუტინისთვის ძვირად დასაჯდომი უნდა გავხადოთ. აშშ-სა და სხვა მოკავშირეებს შეუძლიათ ეკონომიკური დარტყმის განხორციელება, ჩვენ ვიბრძოლებთ ადგილზე.

ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ ბევრი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტ პუტინს ეს არ სურს. 

რასაც ჩვენ ვითხოვთ არის ის, რომ ომის თავიდან აცილებაში, ან თუ ალტერნატივა არ დაგვრჩა, რუსეთის მიერ ომის დაწყების შემთხვევაში, არმიის გაძლიერებაში დაგვეხმარონ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთმა 100 ათასამდე სამხედროს მობილიზება მოახდინა.

ბოლო დღეებში დასავლურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. 

ამავე თემაზე:

🔴 დასავლეთის ქვეყნები უკრაინას რუსული აგრესიის დიდი ალბათობის შესახებ აფრთხილებენ

🔴 „ყირიმი სამუდამოდ რუსეთის ნაწილი იქნება“ - ვლადიმერ პუტინი

🔴 უკრაინა რუსეთს დონბასის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის სურვილში ადანაშაულებს

🔴 ამერიკული დაზვერვა ბრიუსელს და კიევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესახებ აფრთხილებს

🔴 რუსეთ-უკრაინის კრიზისის მოგვარების გეგმა უნდა შევიმუშაოთ - ბაიდენი

🔴 „თურქეთი მზად არის, რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის განსამუხტად შუამავლობა გასწიოს“ - ერდოღანი

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ და ევროკავშირი რუსეთის საბანკო სისტემის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აპირებენ - Bloomberg