მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკის წინაშე დგას - საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო

გაზის დეფიციტი ევროპაში

საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს განცხადებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე ევროპა გაზის დეფიციტის უპრეცედენტო რისკების წინაშე დგას.

პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ IEA-მ  კვარტალურ გაზის ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 ქვეყანას რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე 13%-ით დასჭირდება ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირება. 

სააგენტოს განცხადებით, ამ შემცირების დიდი ნაწილი მომხმარებელთა ქცევით უნდა იყოს განპირობებული.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სულ მცირე 5%-ით დათანხმდა ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას. 

კიდევ ერთი საშიშროება, რომელიც ხაზგასმით აღინიშნა კვლევაში, იყო გვიანი ზამთრის სიცივე, რომელიც განსაკუთრებით რთული იქნება ევროპისთვის. ევროკავშირმა უკვე შეავსო ბუნებრივი აირის საცავი 88%-მდე. 

ევროპელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსული გაზის შემცირება არის ენერგეტიკული შანტაჟი, რომელიც მიზნად ისახავს ზეწოლას მთავრობებზე უკრაინის მხარდაჭერისა და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამო.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 გასულ წელს 316 პატიმარი მოკლეს, მიმდინარე წელს კი 90 - მასშტაბური შეტაკებები ეკვადორის ციხეებში

🔴 „ყოჩაღ“ - მედვედევი მასკზე

🔴 „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაა - იაგო ხვიჩია

🔴 „ვიყოთ წყნარად ჩვენთვის, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე“, ეს არის მათი სულისკვეთება - გია ნოდია „ქართულ ოცნებაზე“

🔴 უკრაინელებმა კიდევ 370 ოკუპანტი გაანადგურეს - ჯამში რუსეთმა უკრაინაში 60 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

🔴 მობილიზება კიდევ უფრო ძირს უთხრის რუსეთის ეკონომიკას - Politico

🔴 სომხებმა აზერბაიჯანის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს - აზერბაიჯანული მხარე