მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყაზახეთში უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

ყაზახეთის უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი

ყაზახეთში  უშიშროების ეროვნული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კარიმ მასიმოვი დააკავეს. ის და კიდევ რამდენიმე პირი სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

მასიმოვი ყაზახეთის უშიშროების კომიტეტს 2016-2021 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ის ორჯერ იყო ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ალმატიში და სამხრეთ ყაზახეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში მარადიორობაში, შესაძლოა, ყოფილი პატიმრები მონაწილეობდნენ. 1000-მდე პატიმარი 2021 წლის 16 დეკემბერს ამნისტიით გაათავისუფლეს.  ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის უცხოეთის მოქალაქეებიც არიან. საუბარია დაახლოებით 100 ადამიანზე.

პრაქტიკულად ყველა ქალაქის შესასვლელში ბლოკსაგუშაგოები დააყენეს. ასევე, ხდება გზებზე პატრულირება. ყაზახეთის კონკურენციის სააგენტომ კი 180 მეწარმის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომლებიც თხევადი აირის გაყიდვით არიან დაკავებულები. ყველაზე მეტი ასეთი მეწარმე მანგისტაუს ოლქშია დარეგისტრირებული. 

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ყაზახეთის რამდენიმე რაიონში გაზის ფასის მომატების გამო დაიწყო. რამდენიმე დღეში მან მთელი ქვეყანა მოიცვა.

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.

მომიტინგეთა მიერ დაკავებული სახელმწიფო უწყებების შენობები სამხედროებმა შტურმით აიღეს. 

ქვეყანაში გათიშულია ყველა ანტისამთავრობო მედია, შეზღუდულია ინტერნეტზე წვდომა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ადამიანი ემსხვერპლა შეტაკებებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მსხვერპლი დიდია.

კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  რუსეთმა ყაზახეთში სამხედროები კიდევ 12 თვითმფრინავით გაგზავნა

🔴  მედია: ნურსულთან ნაზარბაევმა ოჯახთან ერთად ყაზახეთი დატოვა

🔴  ტოკაევმა სამხედროებს აქციის მონაწილეების გაუფრთხილებლად დახოცვის ნება მისცა