მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაგნერელები“ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩინეთის 9 მოქალაქის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი - AP

ვაგნერი

უცნობი შეიარაღებული პირების ჯგუფი თავს დაესხა ჩინეთის ოქროს მაღაროს ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ჩინეთის ცხრა მოქალაქე, - ამის შესახებ RBC-Ukraine AP-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, შახტი სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. მანამდე უცნობმა შეიარაღებულმა კაცებმა ჩინეთის სამი მოქალაქე გაიტაცეს. თავდასხმის დროს დაღუპულთა ცხედრები ქვეყნის დედაქალაქში გადმოასვენეს.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მუშაობს დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის.

პატრიოტთა კოალიციას ცვლილებისთვის,  აქტიურია ამ მხარეში და რეგულარულად ახორციელებს თავდასხმებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებზე, თუმცა ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას არ იღებს. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ თავდასხმაში თავდაპირველად ეჭვმიტანილი იყო პატრიოტთა კოალიცია ცვლილებისთვის, თუმცა მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სროლაში მონაწილეობდნენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულები.

„მათი მიზანი იყო ჩინელების შეშინება, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ მხარეში რუსების დასახლებამდე დიდი ხნით ადრე“, - იუწყება პატრიოტთა კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 რუსების „დიდი შეტევა“  კულმინაციას აღწევს, უკრაინას შეუძლია კონტრეშევა დაიწყოს - ISW

🔴 რუსეთი და ჩინეთი საერთაშორისო წესრიგის დარღვევას ცდილობენ - ჯონ კირბი

🔴 პრიგოჟინი ბახმუტის მიმართულებით „ვაგნერის“ შესაძლო დამარცხების აღიარებისთვის ემზადება - ISW

🔴 უკრაინელმა სამხედროებმა გააძლიერეს შეტევითი ოპერაციები ზაპოროჟიეს სამხრეთით, ოკუპანტები ცდილობენ  ბახმუტის დაკავებას - საბრძოლო რუკები 

🔴 უკრაინასთან კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ  რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით - ზახაროვა