მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ იდიოტებს ჰგონიათ, საზოგადოებას დააჯერებენ, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში „ვივამედში“ რომ დაესრულებინა სიცოცხლე - ეკა ხერხეულიძე

ეკა ხერხეულიძე

„სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც განადგურებული აქვს ჯანმრთელობა და სჭირდება შველა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილს ძალიან უნდა სიცოცხლე.

ამასთან, ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც იტანჯება ტკივილებით.

„ვივამედისგან“ მოვისმინე ისეთი განცხადებები, რომელიც აქამდე კლინიკის მხრიდან არ გაკეთებულა. ისინი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას აქამდე საგანგაშოს არ უწოდებდნენ. ფაქტობრივად, ქალბატონმა თამარმა თქვა, რომ საწოლიდან სააკაშვილი ვერ დგება. კუნთების ატროფია გახლავთ ზუსტად ის დიაგნოზი, რაც ამერიკელმა ექსპერტებმა ივარაუდეს, რომ შეიძლება ეს განვითარებულიყო. მიხეილ სააკაშვილს დღეს უკვე უჭირს საწოლიდან წამოდგომა. დედას უნდოდეს შვილის მკვლელობა, მართლა არ მსმენია. 

მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებებს არ იყენებს. მას ძალიან უნდა სიცოცხლე, ეს გაიგოს ყველამ. მიხეილ სააკაშვილს არანაირი ოცნება, მით უმეტეს, „ვიივამედის“ პალატაში თვითმკვლელობის არ გააჩნია. ამ იდიოტებს ჰგონიათ, საზოგადოებას დააჯერებენ, მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში „ვივამედში“ რომ დაესრულებინა სიცოცხლე?! ეს არის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც განადგურებული აქვს ჯანმრთელობა და სჭირდება შველა. სააკაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც იტანჯება ტკივილებით“, - აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉„შიში აქვთ, რომ დაიწყება შეუქცევადი პროცესი, ცდილობენ დანაშაული აიცილონ“ - გიული ალასანია

👉 „ვერც ივანიშვილი გაიპარება უკანა კარებიდან და ვერც თქვენ გაიშვერთ ხელს ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით, რადგან ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“ - გახარია „ოცნებაში“ დარჩენილებს

👉 „კორუმპირებულები მოიკითხონ თავისკენ“ - გიული ალასანია კობახიძეს

👉 ევროპულ ღირებულებებს ამ ქვეყანაში კლავდნენ და ღუდუშაური აშშ ისვენებდეს, სად მოსულა - ანი წითლიძე

👉 არ დაიჯეროთ უსინდისოების განცხადებები, თითქოს ეს კანონი განსხვავდება რუსულისგან - ჯაფარიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე